X

პრეზენტაციები

აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მიზნების განხორციელების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია

2012 / 11 / 27

2012 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მიზნების განხორციელების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა, რომელიც დააფინანსა ფრიდრიხ ებერტის ფონდმა, მოიცავდა ისეთი სამი მნიშვნელოვანი სფეროს პოლიტიკის ანალიზს, როგორიცაა მცირე ბიზნესი, საინოვაციო პოლიტიკა და სოციალური დიალოგი. ეს კვლევა მიზნად ისახავდა ევროკავშირში არსებული პოლიტიკის ანალიზს, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი რეალობის წვდომას და რეკომენდაციებს ამ სფეროებში ჩვენი ოფიციალური პოლიტიკის ევროპულთან დაახლოების ხარისხის განსასაზღვრად. პროექტს, რომლის ფარგლებშიც კვლევა ჩატარდა ახორციელებენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის, ასოციაცია «ქალი და ბიზნესი», საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. 

პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ალექსანდრე რონდელმა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა და ია თიკანაძემ, ებერტის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. 

აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგნენ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პროექტისა და კვლევის განხორციელებაში: კახა გოგოლაშვილი, ოლეგ შატბერაშვილი, ნინო ელიზბარაშვილი, დიმიტრი ჯაფარიძე, პაატა ბელთაძე. 

ღონისძიებას დაესწრნენ არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიის რეჟიმში.   

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.