X

დასრულებული პროექტები

ეთნიკური აზერბაიჯანლებისა და სომხების ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში

პროექტი ”ეთნიკური აზერბაიჯანლებისა და სომხების ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში” განხორციელდა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს ეროვნული ერთიანობის მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების  ინტეგრაციის გზით.
 
პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა ღონისძიებას,  მიმართულს ეთინიკური უმცირესობების წარმომადგენლების შესაძლებლობების ზრდისკენ. ამ მიზნით გაიმართა შეხვედრები ქ. თბილისში და საჯარო განხილვები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც მონაწილეობდნენ ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში გამოიცა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის დარიგდა ბროშურები, სადაც ასახული იყო ამ რეგიონების საჭირბოროტო საკითხები.
 
 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.