X

დასრულებული პროექტები

სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის

პროგრამის მიზანი იყო პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება და პოლიტიკურ პარტიებს შორის საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობის ხელშეწყობა, რისთვისაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის შემუშავდა ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა.

პროექტის ფარგლებში რონდელის ფონდმა განაგრძო მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან. ეს ჯგუფი რონდელის ფონდის პოლიტიკური სკოლის მერვე გამოშვება იყო.  პროგრამის ფარგლებში  პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებმა ცოდნა გაიღრმავეს შემდეგ საკითხებში: პოლიტიკური სოციოლოგია და იდეოლოგიები, მასმედია და კომუნიკაცია, პოლიტიკის ანალიზი, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა, ეროვნული უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკა.

სასწავლო პროგრამა რონდელის ფონდმა განახორციელა  „დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის“ (National Endowment for Democracy - NED) ხელშეწყობით.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.