X

დასრულებული პროექტები

უმუშევრობის სტრუქტურა და სტრუქტურული უმუშევრობა საქართველოში

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში უმუშევრობის სტატისტიკური ანგარიშების ანალიზს,  არსებული მონაცემთა ბაზისა და უმუშევრობის შესახებ სტრუქტურული ასპექტების სხვა ინფორმაციის წყაროების ხარისხის შეფასებას, საქართველოში უმუშევრობის სტრუქტურის იდენტიფიცირება ჯგუფებისა და ხანგრძლივობის მიხედვით, ასევე, მუშახელის მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურის ანალიზს, რომ განისაზღვროს სტრუქტურული უმუშევრობის მთავარი ფაქტორები.  გარდა ამისა, პროექტი მოიცავდა შრომით ბაზარზე უნარჩვევების ნაკლებობის კვლევას, განათლების სისტემაში უნარჩვევების ნაკლებობის შეფასებას და საქართველოში სტრუქტურული და სისტემური უმუშევრობის პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციების შემუშავებას.

პროექტის შედეგად,  საფუძველი ჩაეყარა სოციალურ-ეკონომიკურ კვლევებს, განსაკუთრებით კი, ახალგზარდების უმუშევრობის, შრომის განაწილების ანალიზს საქართველოში კონკურენციის, რეფორმისა და ეროვნული განათლების სისტემის ისევე, როგორც საშუალო ფენის ფორმირებისა და საქართველოს განვითარების გზის ძიების პირობებში.

პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.