X

დასრულებული პროექტები

ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა ქვემო ქართლში, ჯავახეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

პროექტი განხორციელდა იან ტონისონის ინსტიტუტთან ერთად,  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით.  

პროექტი მიზნად ისახავდა ხელშეწყობას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი უმცირესობისთვის,  ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაცხოვრებლებს შორის, ცოდნის გაზრდის მიზნით,  ევროკავშირის,  ევროინტეგრაციისა და საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ.

ევროკავშირის შესახებ უფრო მეტი ცოდნის შეძენამ  საშუალება მისცა მოსახლეობას გაეზარდა  საკუთარი სამოქალაქო ჩართულობა პოლიტიკის შემუშავებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენდა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაცხოვრებელთა მონაწილეობის გაზრდას საქართველოს საშინაო და საგარეო, ასევე სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში, და მათთვის თანაბარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას.   

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.