X

კონფერენციები და სემინარები

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი 2014

2014 / 11 / 19

2014 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეორე ფორუმი - ”რეგიონალური უსაფრთხოების ახალი გარემო ვითარება და გლობალური ცვლილებები”. ფორუმი განხორციელდა ვიზეგრადის საერთაშორისო ფონდისა და სლოვაკეიდის ფინანსური მხარდაჭერით და ორ დღეს გაგრძელდა.

შეხვედრის მსვლელობისას წამყვანმა სპეციალისტებმა და ანალიტიკოსებმა განიხილეს უსაფრთხოების რიგი გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას აღმოსვლეთ პარტნიორობის ქვეყნები. დისკუსია მიმართული იყო როგორც სამხრეთ კავკასიაზე, ასევე სხვა რეგიოანალური და გლობალურ საკითხებზე. 

მნიშვნელოვანი მოხსენებები წარადგინეს : საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ;  ნატოში სლოვაკეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ელჩმა ტომას ვალასეკმა; საქართველოს შეიარაღებულ ძალთა პერსონალის მეთაურის მოადგილემ გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ;  სლოვაკეთის შეიარაღებულ ძალთა პერსონალის მეთაურის მოადგილემ გენერალმა პაველ მაცკომ; საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ივლიან ხაინდრავამ; ვიზეგრადის ფონდის დირექტორმა კარლა ვურსტეროვამ; ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ურთიერთობების ცენტრის დირექტორმა რობერტ ონდრეიცაკმა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ვიზეგრადის ქვეყნებიდან მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები: სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი  პეტერ ბურიანი; ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პეტრ დრულაკი და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრი, ისტვან მიკოლა.

ფორუმში მთლიანობაში მონაწილეობას იღებდა 30 მომხსენებელი და კრების თავჯდომარე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან და სლოვაკეთიდან.

მოცემული წლიური კონფერენცია უკვე გახდა მთავარი ფორუმი გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის, აკადემიკოსებისათვის, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებისთვის, ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის სამხრეთ კავკასიიდან და ვიზეგრადის ქვეყნებიდან, აგრეთვე რეგიონში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომ განიხილონ ფართო რეგიონის გამოწვევები.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.