X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია

2015 / 11 / 06

2016 წლის 5 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია. პროექტი სახელწოდებით „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ გახსნა ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ და მონაწილეებთან ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. 

8-თვიანი პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება ტრენინგები საჯარო პოლიტიკაში,  მოლაპარაკებების წარმოების უნარებში, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და  საჯარო დისკუსიების წარმართვაში. პროექტის ფარგლებში, ესტონეთის დიპლომატიის სკოლის მხარდაჭერით მოეწყობა მონაწილეთა სასწავლო ვიზიტი ესტონეთში.

პროგრამა „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ 2009 წლიდან ხორციელდება. 2015-2016 წლის სასწავლო კურსში მონაწილეობს  27 საჯარო მოხელე სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან. პროექტის მიზანია ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა ლიდერული უნარების განვითარება, რათა მათ უკეთ შეძლონ საჯარო მმართველობის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება და უფრო ეფექტური  სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. პროგრამას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების  სააგენტო (SIDA).

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.