X

ლექციები და ტრენინგები

სემინარი „2017 წლის გერმანიის არჩევნები და მისი გავლენა საქართველოზე“

2017 / 02 / 22

2017 წლის 21 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით გაიმართა სემინარი „2017 წლის გერმანიის არჩევნები და მისი გავლენა საქართველოზე“.

 სემინარს უძღვებოდა რონდელის ფონდის ახალგაზრდა მკვლევარი და საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო  (MGIMO) სამაგისტრო პროგრამის „პოლიტიკა და ეკონომიკა ევრაზიაში“ სტუდენტი ტონი მიჩელი.

მომხსენებელმა თავის პრეზენტაციაში ისაუბრა გერმანიისა და 2017 წლის არჩევნების შესახებ, ასევე მიმოიხილა გერმანიის საპარლამენტო სისტემა, შესაძლო კოალიციები, პარტიები, კანდიდატები და მათი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, გერმანიასა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები და სხვა.

სემინარს ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მკვლევარები და ასევე სხვადასხვა უნვიერსიტეტების ქართველი და უცხოელი სტუდენტები. პრეზენტაციის შემდგომ მომხსენებელმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

იხილეთ სემინარის ამსახველი ვიდეო. 

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.