X

შეხვედრები და დისკუსიები

რონდელის ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა

2023 / 06 / 13

2023 წლის 8 ივნისს, რონდელის ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა. პლატფრომა დაარსებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412 მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების მონიტორინგი,რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუებისთვის, მთავრობებისთვის, პარლამენტებისთვის.შეხვედრაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება. პლატფორმის შეხვედრა გახსნეს პლატფრომის თანათავმჯდომარეებმა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა და მატეუშ ჟიმანსკიმ, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა, პროფესიული კავშირის „სოლიდარნოსტ“-ის წარმომადგენელმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ ისაუბრეს: ევროპკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის სახელით საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქ-ნმა ასუნსიონ რუის-სანჩეზიმ; ევროკომისიის სახელით სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მოლდოვა და საქართველოს სექციის ხელმძღვანელმა ბ-ნმა მაიკლ რუპიმ. საქართველოს მთავრობის სახელით შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნმა დავით ბუჯიაშვილი; სამოქალაქო საზოგადოების მიერ 12 პრიორიტეტის მონიტორინგის ჯგუფის სახელით ისაუბრა რეფორმების ასოციაციის დირექტორმა ბ-ნმა პაატა გაფრინდაშვილმა. სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ: ქ-ნი ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტური რესურს ცენტრი, ქ-ნი თამარ ხიდაშელი - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი,ბ-ნი ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს სასამართლო ზედამხედველობის დირექტორი. შემდგომი სესია დაეთმო ასოცირების შესახებ შეთანხმების დასაქმების, სოციალური უსაფრთხოებისა და თანასწორი უფლებების შესახებ 14-ე მუხლის იმპლემენტაციის მდგომარეობის განხილვას. სიტყვით გამოვიდნენ ქ-ნი რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ქ-ნი იზალინ ოსიე,  „ბიზნესევროპის“ სოციალუირი საკითხთა მრჩეველი, ქ-ნი ოდი ნესინგი, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის თანასწორობის ჯგუფის პრეზიდენტი. შეხვედრაზე ასევე გაკეთდა ინფორმაცია (ქ-ნი კრისტინა ტილინგი, ევროპის მჭრომელოთა სატრასპორტო ფედერაცია)  European Transport Workers’ Federation) ევროკავშირში სატრანსპორტო მომსახურების სფეროში მშრომელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირიებით ქ-ნმა რაისა ლიპარტელიანმა წარმოადგინა გერმანიაში ცოტა ხნის წინ გაფიცული ქართველი გადამზიდავების ქეისი. 

დოკუმენტის სანახავად: https://www.eesc.europa.eu/en/agenda/our-events/events/11th-meeting-eu-georgia-civil-society-platform/documents?fbclid=IwAR0VpyYrS1G9JYWReWykN4dMgHgv8VxAP8i-pV31i_3ugjlFeUA1ztEu-pk

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.