X

შეხვედრები და დისკუსიები

საღამოს დისკუსია საქართველოს გაზის ბაზრის ანალიზის შესახებ

2015 / 11 / 27

2016 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა დისკუსიას - საქართველოს გაზის ბაზრის ანალიზი.

დისკუსიას უძღვებოდა ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ელჩი ბ-ნი ირაკლი მენაღარიშვილი.  ღონისძიების სპიკერმა, ენერგოექსპერტმა ლიანა  ჯერვალიძემ მიმოიხილა საქართველოს ენერგობაზარზე არსებული ვითარება,  გაზის მიწოდება-დივერსიფიკაციის გამოწვევები, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სფეროს ექსპერტები. ქ-მა ჯერვალიძემ ისაუბრა გაზის ბაზარზე არსებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: მიწოდების არხების განვითარებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებები, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ირანთან ენერგოთანამშრომლობის პერსპექტივას, როგორც გაზის მოწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატივას.  სადისკუსიო შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს  ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგოტრანზიტში საქართველოს ჩართულობა და მისი მასტიმულირებელი გავლენა ტრანსკავკასიურ გაზსადენზე. ქ-მა ჯერვალიძემ ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და, კერძოდ, საქართველოს შესაძლო როლზე ევროპის გაზმომარაგების საკითხში. 

საღამოს დისკუსიები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას აცნობს ექსპერტულ აზრს  მიმდინარე აქტუალურ თემებზე და საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ აქტიურ დისკუსიებში.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.