რონდელის ბლოგი
10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
ავტორი: კახა გოგოლაშვილი
გენეზისი
2019 წლის 7 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობას 10 წელი შეუსრულდა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას“ ევროკავშირმა და აღმოსავლეთ ევროპის ექვსმა სახელმწიფომ საფუძველი 2009 წლის პრაღის სამიტზე მიღებული ერთობლივი დეკლარაციით ჩაუყარეს. მთავრი მიზანი იყო პარტნიორებს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრირებისთვის სათანადო პირობების შექმნა. მას უნდა გაემყარებინა რეგიონში სტაბილურობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა, გაეღრმავებინა კავშირი ქვეყნებს შორის, ხელი შეეწყო რეფორმებისთვის და დაეჩქარებინა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.
14 მაისს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ძირითად მიღწევათა შორის გამოყო სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება და უვიზო მიმოსვლის დაწესება; რეგიონის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვის 75-პროცენტიანი ზრდა, 80 ათასზე მეტი ახალგაზრდის ევროკავშირის სასწავლო პროექტებში მონაწილეობა და ა.შ. გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტების მრავალმილიარდიან მონაწილეობას აღმოსავლეთ ევროპის სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარების პროექტებში. აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირში „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ „აღმოსავლეთ განზომილებად“ განიხილავენ. აღმოსავლეთ პარტნიორობა ცარიელ ადგილას არ შექმნილა - 2003 წლიდან მოქმედი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის წიაღში აღმოცენდა.
ახალი პოლიტიკის სამსახურში ჩადგა როგორც სამეზობლო პოლიტიკის ფინანსური ინსტრუმენტი, ისე ამ პოლიტიკის პრინციპები. ამ ინიციატივის ავტორი თავად ევროკავშირი იყო. მისი შემუშავების პროცესში აღმოსავლეთ ევროპის მთავრობები მხოლოდ კონსულტაციების დონეზე მონაწილეობდნენ. ევროკავშირის საბჭოს დავალებით შვედეთისა და პოლონეთის მთავრობების მიერ 2007 წელს გაჟღერებული შეთავაზება ევროკომისიამ 2008 წელს თავის კომუნიკაციაში წარმოადგინა. კომუნიკაცია 2008 წლის 22 ივნისს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოიწონეს, 2009 წლის პრაღის სამიტზე კი მისი ინიცირება მოხდა.
რატომ გამოეყო ევროპის სამეზობლო პოლიტიკას აღმოსავლეთევროპული მიმართულება?
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში ევროკავშირის სამხრეთ და აღმოსავლეთ მეზობლების „ერთ კალათაში“ მოთავსება არ იყო სწორად გათვლილი ნაბიჯი და თანამშრომლობის ეს რეგიონული ფორმატი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოითხოვდა გადახედვას. სრულიად განსხვავებული გეოგრაფიული, პოლიტიკური, სოციალური, ისტორიული და კულტურული თავისებურებების მქონე ეს ორი რეგიონი არ შეიძლებოდა დიდხანს დარჩენილიყო ევროკავშირის ერთიანი მიდგომების ასპარეზად. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ტრანსფორმაცია და იქ ფუნქციური დემოკრატიის დამკვიდრება ძნელ, მაგრამ ბევრად უფრო პერსპექტიულ საქმედ ჩანდა, ვიდრე სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა (ზოგის გამოკლებით).
აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნით ევროკავშირმა შემდეგი სტრატეგიული ამოცანები გადაწყვიტა:
- გამოყო სივრცე ამ ორ რეგიონთან პოლიტიკის მიზნების, ტაქტიკური სვლებისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის და ამით მოქმედების მეტი თავისუფლება მიიღო;
- შექმნა ორგანზომილებიანი ფორმატი - მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობისთვის. სამეზობლო პოლიტიკაში პარტნიორებთან ურთიერთობების „დიფერენცირება“ გარკვეულწილად იზღუდებოდა. აღმოსავლეთ პარტნიორობამ კი მრავალმხრივი და ორმხრივი ურთიერთობები განსხვავებულ სიბრტყეებში მოაქცია და ამით ცალკეულ, მეტად მოტივირებულ ქვეყნებთან განსხვავებული ტემპით დაახლოების პერსპექტივა გახსნა.
2009 წლისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებში უკვე ხედავდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის გაჩენილ განსხვავებებს, რაც ექვსივე სახელმწიფოსთან ურთიერთობების ერთი ტემპითა და მიმართულებით განვითარებისთვის მომავალში ბარიერებს შექმნიდა.
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება და თანამშრომლობის გაღრმავება სამეზობლოში, ამიტომ ამ ქვეყნებთან მრავალმხრივ ურთიერთობებს შიდარეგიონული ინტეგრაციის მიზანიც აქვს. თავად ევროკავშირისთვის უფრო მარტივია რეგიონის ქვეყნებთან ერთიანი პოლიტიკის გატარება, რაც ტრადიციულია მისი ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტალიზმისათვის - ასეთი მიდგომით ხდება ადმინისტრაციული რესურსის მნიშვნელოვნად დაზოგვა. თუ ორმხრივი თანამშრომლობისთვის გამოყენებული მოდელები ძირითადად ინსტიტუციური ხასიათისაა და პარტნიორისგან ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს (ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი), მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატი მეტად „სოციალიზაციის“ მეთოდს ეფუძნება - ნაკლები ვალდებულებები, მაგრამ მეტი ურთიერთობა, თანამშრომლობა, იდეების, პრინციპების გაზიარება და ა.შ.
შედეგები
პოლიტიკის შედეგი ძირითადად 1) დეკლარირებული მიზნების განხორციელების ხარისხით იზომება, მაგრამ დასაშვებია შეფასდეს 2) შესაძლო ალტერნატიული შედეგის განხილვითაც, ანუ იმის განსაზღვრით, თუ რა რეალობას მივიღებდით ხსენებული პოლიტიკა რომ არ გატარებულიყო. ამრიგად ის, თუ რა შედეგი მოიტანა აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამ ათიოდე წელიწადში, ასევე განვიხილოთ ორი ხსენებული ასპექტიდან:
1) თავდაპირველად შევეცადოთ დავინახოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი მიზნების განხორციელების სურათი:
რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება. ექვსიდან სამ სახელმწიფოს - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით) აქვს გაფორმებული - უფრო მძლავრი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს. სომხეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ევრაზიულ კავშირშია გაწევრიანებული, 2018 წელს გააფორმა თანამშრომლობისა და ფართო პარტნიორობის ხელშეკრულება. 2017 წელს ევროკავშირმა ბელარუსთან ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის ინიცირება, ხოლო აზერბაიჯანთან - ახალი თანამშრომლობის შეთანხმების მოლაპარაკებები დაიწყო. მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში (ე.წ. თემატური პლატფორმებისა და პანელების) ხელშესახები წინსვლა არ ყოფილა, თუმცა როგორც საფლაგმანო ინიციატივები, აქტიურად მოქმედებს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკავშირების პროექტები, მოკრძალებული შედეგებია ენერგობაზრის რეგულირების, ენერგოეფექტიანობის, გარემოს დაცვის მმართველობის, კატასტროფების პრევენციისა და მართვის დარგებში ნორმატივების დაახლოების მიმართულებებითაც.
ადამიანების გადაადგილების თავისუფლება. მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ მიიღეს უვიზო მიმოსვლის უფლება მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. სომხეთმა ხელი მოაწერა სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას და აწარმოებს სავიზო დიალოგს, ანალოგიურად, უვიზო მიმოსვლის უფლების მისაღებად.
კარგი მმართველობის დანერგვა. ის მთავრობები, რომლებიც საჯარო მმართველობის სფეროში ევროკავშირიდან გრანტებს და კრედიტებს იღებენ, უფრო მეტად ანგარიშვალდებული გახდნენ ევროკომისიის მიმართ და მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ როგორც ფინანსური დისციპლინის, ასევე გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის მხრივ (თუმცა მოლდოვას 2016 წლის კორუფციულმა სკანდალმა კითხვის ნიშნები გააჩინა). ევროკავშირის დახმარების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა ამ ქვეყნების ინსტიტუციური შესაძლებლობები, გაიზარდა საჯარო მოხელეთა კვალიფიკაცია. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც პროგრესი ნაკლებია, განვითარების დასახული მიზნები შეესაბამება პრაღის დეკლარაციის პრინციპებს, ანუ სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირებისკენ, სოციალური და ადამიანური განვითარებისკენაა მიმართული.
სტაბილურობა და კონფლიქტების მოგვარება. ამ მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტორი არ აღმოჩნდა ძლიერი. მიუხედავად ამისა, რეგიონის ქვეყნებს შორის (გარდა სომხეთ-აზერბაიჯანის ძველი კონფლიქტისა) არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. უფრო მეტიც, მიუხედავად მცდელობისა, რუსეთმა ვერ მოახერხა, რომ უკრაინასთან კონფლიქტში ჩაეთრია ბელარუსი, ან საქართველოსთან კონფლიქტში - სომხეთი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები უარს ამბობენ გეოპოლიტიკურ კონფლიქტებში მონაწილეობაზე.
შიდარეგიონული თანამშრომლობა. მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, ორად გაეხლიჩა აღმოსავლეთ ევროპის სივრცე (აზერბაიჯან-სომხეთის გარდა), რეგიონის ქვეყნები ერთმანეთთან მშვიდობიან თანამშრომლობას ავითარებენ, თუმცა შიდარეგიონული ვაჭრობის მაჩვენებელი ჯერ დაბალია. მიუხედავად რუსეთიდან მომდინარე პროპაგანდისა და ევროკავშირსა და მის პარტნიორებზე გამალებული ჰიბრიდული თავდასხმებისა, აღმოსავლეთ ევროპის არც ერთი ქვეყანა არ მონაწილეობს ამ პროვოკაციებში. ხაზგასასმელია ბოლო ორი წლის განმავლობაში მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობაც.
2) დავაკვირდეთ როგორი გამოწვევების წინაშე დადგა აღმოსავლეთ ევროპა ბოლო 10 წელიწადში და ამ კონტექსტში რა როლი ითამაშა აღმოსავლეთ პარტნიორობამ:
14 მაისს გამართულ კონფერენციაზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის გეოპოლიტიკური პროექტი და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამ აზრს არ შეიძლება არ დაეთანხმო, თუმცა ასევე ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკის რეალიზაციას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შედეგი მოჰყვა. აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის გახმაურება დაემთხვა რუსეთის მიერ რეგიონში „მისი ლეგიტიმური უფლებების აღდგენისთვის“ წამოწყებულ ბრძოლას (რიგ შემთხვევაში - სამხედრო ძალის გამოყენებით). რომ არა ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ღია და აქტიური მხარდაჭერა, შესაძლოა, დღეს სულ სხვა შედეგი გვქონოდა. უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აუცილებლად შეექმნებოდათ კიდევ უფრო დიდი გარე თუ შიდა პრობლემები, ხოლო სომხეთი და ბელარუსი, შესაძლოა, რუსეთის პროვოკაციებში ჩართულ მხარეებად გვეხილა. ევროკავშირი ვერ წარმართავდა რუსეთთან კომპრომისებზე აგებულ თამაშს, რაც „ერთიანი სამეზობლოს“ ნახევრის მისთვის დათმობას ნიშნავდა, რადგან იგი მას აღმოსავლეთ ევროპაში ტერიტორიების გამო არ უპირისპირდება.
ევროკავშირი პრინციპების გამო ეჯახება „უკანასკნელ იმპერიას“. ამ კონტექსტში შეუძლებელია ახალი „იალტა“. თუ აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა თვითონ აირჩევს რუსულ გზას, ევროკავშირი არ შეეცდება გავლენა მოახდინოს მის გეოპოლიტიკურ არჩევანზე. ევროკავშირი არც უკრაინელი ხალხის 2013 წელს გაკეთებულ არჩევანში ჩარეულა, მაგრამ ასოცირების შეთანხმების პერსპექტივამ და, შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის არსებობამ თავად განაპირობა მნიშვნელოვანწილად ხალხის პრიორიტეტი. არ ვიცით, თუ რა მოხდებოდა სომხეთში, ეს ქვეყანა რომ არ ყოფილიყო „ევროკავშირის რადარის“ ქვეშ და რუსეთს იქ მოქმედებისთვის სრული „კარტ-ბლანში“ რომ მისცემოდა! არ ვიცით, დაიჯერებდა თუ არა სომეხი ხალხი იმას, რომ კანონიერებისთვის ბრძოლას აქვს აზრი, რომ არა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის გაწეული მხარდაჭერა. როგორ დასრულდებოდა „ღირსების რევოლუცია“? ევროკავშირის რბილი ძალისა და მისი ფაქტორის გარეშე, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობითაა წარმოდგენილი, ბელარუსი „ორმაგ თამაშსაც“ კი ვეღარ გააგრძელებდა და, გასაგებია, რა ბედიც ეწეოდა მის დემოკრატიულ ოპოზიციას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტორი მნიშვნელოვნად ასუსტებს მონაწილე ქვეყნებში რუსეთის არადისკრიმინაციული და უხეში ჩარევის შესაძლებლობას (როგორც ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში). ევროკავშირის დახმარებისა და გავლენის შესუსტება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან მზად მასთან ასოცირებისთვის, უთუოდ გამოიწვევდა ამ ქვეყნების დისტანცირებას მთლიანად ევროპული ინტეგრაციის სივრცისგან. ეს ფაქტი კი უარყოფითად აისახებოდა უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროკავშირში მათი ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის