რონდელის ბლოგი
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
ავტორი: თეონა ლავრელაშვილი, ლუვენის უნივერსიტეტის მკვლევარი
არჩევნების ღამეს ბრიუსელში უხალისო განწყობა იყო. ევროპეისტები შფოთავდნენ პოპულისტური ძალების შესაძლო აღმავლობის გამო, რაც არ მოხდა, თუმცა საზეიმოც ბევრი არაფერი ყოფილა.
კარგი ამბავი ის არის, რომ ევროპარლამენტის არჩევნებმა ახალი იმპულსი შეიძინა. 1979 წელს ჩატარებული პირველი პირდაპირი არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. 2019 წელს კი, წინა არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა მონაწილეობა თითქმის 9%-ით გაიზარდა. ეს დადებითი ტენდენცია აჩვენებს, რომ ხალხი კვლავაც არის დაინტერესებული ევროპით და შეინიშნება ევროპელი დემოსის გამოღვიძება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებს აღარ მოიაზრებს „მეორე რანგის“ არჩევნებად. კიდევ ერთი კარგი სიახლე ის არის, რომ პოპულისტები და ნაციონალისტები თავშეკავებით იყვნენ და ისტერია, დაკავშირებული პროევროპულ და ანტიევროპულ პოპულისტურ ძალებს შორის არსებულ იდეოლოგიურ განხეთქილებასთან, დასრულდა.
ცუდი კი ისაა, რომ ევროკავშირი გაურკვევლობაში დარჩა არა დანაწევრების - ბოლოს და ბოლოს მთავარ პარტიებს შეუძლიათ უმრავლესობა უზრუნველყონ, არამედ მზარდი განხეთქილების გამო, რომელიც არსებობს წევრ სახელმწიფოებში, სადაც ევროპის მომავლის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებია. ევროკავშირის საბჭოს ახალ წყობაშიც უფრო დელიკატური გახდება შეთანხმებების მიღწევა. ცხადია, პოლიტიკურ გარემოზე გავლენას პოპულისტებიც ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი აღზევება არ მოხდა, ადგილების წილი 20%-დან 25%-მდე მაინც გაზარდეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ იტალია, დამფუძნებელი წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის პრინციპებს სულ უფრო შორდება და ნატალი ტოჩის სიტყვებით რომ ითქვას, „ეროვნული მარგინალიზაციის გზა აირჩია“. იტალიაში პირველ ადგილას სალვინის ულტრამემარჯვენე ლიგის პარტია გავიდა. სალვინი საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, უნგრეთსა და პოლონეთთან ერთად, ევროკავშირის თამაშის წესების ცვლილებას აანონსებს. მარინ ლე პენის გამარჯვება, მიუხედავად მცირე ზღვრისა, ევროკავშირის რენესანსის მაკრონის ხედვის შესუსტებაზე მიანიშნებს მაშინ, როცა ბრიტანეთში ფარაჟი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ბელგიაში არჩევნების ღამე „შავი კვირა“ აღმოჩნდა - ნაციონალისტურმა, სეპარატისტულმა და ანტიიმიგრანტულმა პარტიამ, “Vlaams Belang” (ფლამანდიის ინტერესი), სამი არჩევნები მოიგო (რეგიონული, ფედერალური და ევროპული). ამ ტიპის პარტიების აღზევება გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური ტაბუების პერიოდი დასრულდა და ხალხი ულტრამემარჯვენეობის ღიად ჩვენებას არ ერიდება.
ეს ტენდენციები კვლავ ადასტურებს, რომ ევროპაში პოლიტიკური აქტივობა მუდმივად იცვლება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს ცალკეული ქვეყნების შედეგებში ევროპული ტენდენციების ამოცნობა. მაგალითად, თუ გერმანელი და ფრანგი მოქალაქეებისათვის მწვანე პოლიტიკაა მიმზიდველი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას სხვა მიმართულებები უფრო აინტერესებს. ამომრჩევლების პრეფერენციები ფრაგმენტულია, რაც თავის მხრივ რეგიონულ დაყოფასა და ევროკავშირში არსებულ უთანასწორობას წარმოაჩენს.
რას ნიშნავს ევროპარლამენტის არჩევნები საქართველოსთვის?
პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში ძალის ახალი ბალანსია. უმრავლესობა, რომელსაც 40 წლის განმავლობაში კონსერვატორული მემარჯვენე-ცენტრისტული EPP (ევროპის სახალხო პარტია) და PES (ევროპის სოციალისტების პარტია) იყოფდნენ, დასრულდა. მოსალოდნელია უფრო ფართო კოალიციების შექმნა, ლიბერალებისა და მწვანეების ჩართვით. საქართველოსთვის გამოწვევა შეიძლება იყოს ის, რომ შეთანხმებები და გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის სპეციფიკური საკითხებისა და საგარეო ურთიერთობების (აღმოსავლეთ პარტნიორობა) შესახებ უფრო კომპლექსური და ხანგრძლივი იქნება. ქართველმა დიპლომატებმა თავიანთი მოლაპარაკებების სტრატეგიები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა მოარგონ. თუმცა ეს ძალისხმევა ამაო იქნება, თუ ეროვნული პოლიტიკური პარტიები თანაშრომლობას არ დაიწყებენ. დროა, წამყვანმა ქართულმა პარტიებმა ეროვნულ დონეზე მოახერხონ საგარეო პოლიტიკური მიზნის გარშემო რესურსები გაერთიანება, რათა მოხდეს სტრატეგიული ინტერესების ლობირება და ევროპარტიების (პარტიები ევროკავშირის დონეზე) თანამდებობის პირების, ევროპარლამენტის წევრებისა და რელევანტური პოლიტიკური ფიგურების ყურადღების შენარჩუნება.
საქართველოს ამბიციის დონე იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ ვინ მიიღებს ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებს. აქ კი მთავარი კითხვაა: მომავალი ევროკომისია იქნება პოლიტიკური თუ ტექნიკური? თუ კომისიის პრეზიდენტი Spitzenkandidaten-ის (წამყვანი კანდიდატი) პროცედურით იქნება არჩეული (რაც ნიშნავს, რომ ევროპული საბჭო კანდიდატს ევროპარლამენტის შედეგების გათვალისწინებით წამოაყენებს), კომისია პოლიტიკურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება, რომელსაც შეეძლება მხარი დაუჭიროს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, პარტნიორობის ახალ ფორმატებს. თუკი საბჭო ამ პროცედურის უარყოფას გადაწყვეტს, პრეზიდენტს ევროპული საბჭო წარადგენს წევრი ქვეყნების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს ევროკავშირის სამთავრობათაშორისო ღერძის გაძლიერებას და ძალის ბალანსს წევრი სახელმწიფოებისაკენ მიმართვას, რომლებიც გაფართოების დღის წესრიგის მიმართ დიდი ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში ევროკომისია ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოვიდა. მიუხედავად ამისა, როგორც ევროკომისიის გენერალური მდივანი მარტინ სეილმაიერი კერძო საუბრებში ადასტურებს, ივნისში დაგეგმილი სამიტის შედეგი ამ მიმართულებით ნულოვანი იქნება, ვინაიდან წევრი სახელმწიფოებისათვის გაფართოება არ არის აქტუალური. ბუნებრივია, სამეზობლო პოლიტიკის დღის წესრიგის წინსვლის მიზნით აუცილებელი იქნება როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ძლიერი უმაღლესი წარმომადგენლის, ისე გაფართოებითა და სამეზობლო პოლიტიკით დაინტერესებული კომისრის ყოლა.
უახლოეს პერიოდში კი ევროკავშირს მოუწევს შიდა გამოწვევებთან გამკლავება, მათ შორის საკუთარი პოზიციის პოვნა პოპულისტებთან და მწვანე მოძრაობებთან მიმართებით. ამასთან, საქართველომ არ უნდა იგრძნოს თავი უყურადღებოდ მიტოვებულად. პოლიტიკურმა ელიტებმა ვიწრო პარტიული ინტერესების უგულებელყოფის გზით უნდა მიაღწიონ კონსენსუსს, რათა შექმნან მყარი სტრატეგია სამოქალაქო საზოგადობის ჩართულობით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების განვითარებისათვის და მოახერხონ სტრატეგიული კომუნკაციის არხების გაფართოება, როგორც ევროკავშირის, ასევე წევრი სახელმწიფოების დონეზე.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე