რონდელის ბლოგი
რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
ევროპაში ახალი ომის დაწყება რეალური დღითი დღე ხდება, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს 120 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობა განალაგა. რუსეთის ასეთმა ქმედებამ ტრანსატლანტიკური საზოგადოება დააფიქრა, რომ ყირიმის ანექსიიდან რვა წლის შემდეგ რუსეთი ისევ ცდილობს უკრაინაში შეჭრის მიზეზი გამონახოს. მოსალოდნელმა კონფლიქტმა შესაძლოა ევროპის უსაფრთხოებაც და ნატოს მომავალიც სასწორზე შემოდოს. სულ ახლახან ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიზანი „კიევში პრორუსული ლიდერის დაყენებაცაა“. ამრიგად, მოსალოდნელი საფრთხის გამო უკრაინას დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გაუწიეს დიდძალი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება.
მიუხედავად რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობებისა, ნატომ და აშშ-მ, შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყეს რუსეთთან. პასუხად, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს უსაფრთხოების გარკვეული მოთხოვნები წამოუყენა. კრემლი მოითხოვს, რომ ნატომ შეცვალოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღმოსავლეთის ფლანგიდან 1997 წლის პოზიციაზე გადაიტანოს ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის განლაგება. ამასთან, რუსული მხარე უარყოფს, რომ უკრაინის დაპყრობის განზრახვა ამოძრავებს. თუმცა, საკუთარი მეზობლის სიახლოვეს მასობრივი რუსული სამხედრო დანაყოფების მობილიზაცია ამის საპირისპიროდ მეტყველებს.
ფართომასშტაბიანი ომის ალბათობა დიდია, თუმცა გაურკვეველია, რა მიზეზით განათავსა კრემლმა უკრაინასთან სამხედრო დანაყოფები მაინც და მაინც ახლა. ამ მოვლენას წინ არ უძღოდა არანაირი კონკრეტული ქმედება, რასაც შეეძლო უკრაინის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის ამგვარი გაღიზიანება გამოეწვია. შედარებისთვის, 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესია მეტწილად განპირობებული იყო ალიანსში უკრაინისა და საქართველოს შესაძლო წევრობაზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით. ამჯერად კი, სავარაუდოა, რომ არა ერთი მიზეზი, არამედ რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რაც პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებისკენ უბიძგებს.
უკრაინა - კრემლის დაუსრულებელი თავსატეხი
ყველაზე აშკარა მიზეზი, რასაც შეეძლო უკრაინის კრიზისის გამოწვევა, არის შიდაპოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლიდან დაიწყო. 2019 წელს უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის „დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად“ კრემლთან დიალოგისთვის მზად იყო. თუმცა, რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მცირე შესაძლებლობების ფონზე, კიევმა მალევე შეცვალა მოსკოვთან არსებული კომპრომისული დამოკიდებულება. უკრაინის მთავრობამ, რომელიც კვლავ რჩებოდა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის ერთგული, რუსული გავლენის აღმოსაფხვრელად მძიმე პოლიტიკური ზომები მიიღო. უპირველეს ყოვლისა, უმაღლესმა რადამ (უკრაინის პარლამენტი) მიიღო კანონი, რომელმაც უკრაინული ენა ქვეყნის ერთადერთ ოფიციალურ ენად დაამტკიცა და რუსული ენის სტატუსი საკმაოდ დააკნინა. ამის შემდგომ უკრაინამ წამოიწყო კრემლის მომხრე აგენტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია და 2021 წლის გაზაფხულზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ პრორუსი მილიარდერი ოპოზიციონერი პარლამენტარის ვიქტორ მედვედჩუკისა და სხვა პირების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. აღსანიშნავია, რომ მედვედჩუკი პუტინის ახლო მეგობარია (პუტინი მისი ქალიშვილის ნათლიაა) და ის აქტიურად უჭერდა მხარს დონბასელ სეპარატისტებს. ზელენსკის ადმინისტრაციამ „პრორუსული პროპაგანდის გავრცელების გამო“ მედვედჩუკის მფლობელობაში არსებული სამაუწყებლო კომპანიების მუშაობაც კი აკრძალა.
რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვარზე (წყარო: ABC news)
რუსეთის წინააღმდეგ მიმართულმა კიევის მკაცრმა ზომებმა საბოლოოდ დაამსხვრია კრემლის იმედები, რომ უკრაინას დაიბრუნებდა რუსულ ორბიტაზე. ეს უიმედობა კიდევ უფრო გაღრმავდა ნატოს, აშშ-ისა და უკრაინის თანამშრომლობის ზრდის ფონზე. უკრაინა „ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის“ ფარგლებში დასავლეთიდან უფრო მეტ სამხედრო დახმარებასა და საბრძოლო იარაღის მარაგს იღებდა და ნატოსთან ერთად წვრთნებში აქტიურად მონაწილეობდა. რუსეთი უკრაინის გვერდში დასავლეთის დგომას რუსეთის უსაფრთხოების დიდ გამოწვევად აღიქვამდა და ზელენსკის ადმინისტრაციას მარიონეტ მთავრობად მიიჩნევდა. რუსული გავლენის წინააღმდეგ კიევის წამოწყებულ მკაცრ ქმედებებს, მათ შორის, პრორუსულად განწყობილი გავლენიანი პიროვნებების დევნას, 2021 წლის აპრილში უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების პირველი დიდი მობილიზება მოჰყვა. მაისში გაეროს უშიშროების საბჭოს უვადო წევრების სხდომაზე პუტინმა თავის განცხადებაშიც კი ახსენა, რომ მოსკოვი ასე „ადვილად არ დათმობდა“ უკრაინელ პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში უკრაინის შიდა პოლიტიკაზე რუსული გავლენა მკვეთრად შემცირდა. მიუხედავად კრემლის დაუღალავი ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიებისა, საზოგადოების დამოკიდებულებებში საგრძნობლად გაიზარდა დასავლეთის მიმართ მხარდაჭერა. IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) კვლევების მიხედვით, 2021 წელს უკრაინელების მხოლოდ 21% უჭერდა მხარს უკრაინის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებას, მაშინ, როდესაც ქვეყნის ნატოში წევრობას მოსახლეობის 60%-ს მიაჩნდა პოზიტიურად. ასეთმა საგრძნობმა ცვლილებებმა კრემლის მესვეურებში გააჩინა წარმოდგენა, რომ უკრაინა მოსკოვის მარწუხებს სამუდამოდ დაუსხლტა ხელიდან. რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე დაწერილ სტატიაში პუტინი ღიად გამოხატავს წყრომას უკრაინაში დასავლეთთან დაკავშირებული ანტირუსული და საზიანო ძალების არსებობაზე, რომლებიც უკრაინელ ხალხს „აგრესორის მსხვერპლის“ ნარატივს უყალიბებს და „რუსოფობიული“ განწყობების დამკვიდრებას უწყობს ხელს. ასეთ ვითარებაში პუტინს, როგორც დაღმავალი ზრდის ეკონომის მქონე ქვეყნის ლიდერს, ისღა დარჩენია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ახლავე იმოქმედოს.
ფართო სურათი
უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, დიდი ალბათობით, კრემლის მიერ სამხედროების მობილიზების გადაწყვეტილებაში დიდი როლი შეასრულეს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსკოვის ინტერესები მხოლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ ეფუძნება. იგი სათავეს იღებს ცივი ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების წესრიგიდან. 1990-იან წლებში აშშ-მ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა საფუძველი ჩაუყარეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელშიც რუსეთის გავლენა მინიმალური იყო. 21-ე საუკუნის დამდეგს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ვარშავის პაქტის ყოფილი წევრი ქვეყნები სწორედ ამ სტრუქტურებში - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდნენ. ეს მოვლენა რუსეთმა თავის გავლენის სფეროში „დასავლეთის უხეშ შემოჭრად“ აღიქვა. ამას თან დაერთო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ ტალღაც, რამაც მოსკოვის გადმოსახედიდან არა მხოლოდ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნებს, არამედ კრემლის ავტორიტარულ რეჟიმს შეუქმნა საფრთხე.
ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით (წყარო: Reddit)
მოსკოვისთვის დასავლეთის ყოველგვარი მცდელობა მიმართული იყო რუსეთის სუვერენიტეტის ძირის გამოთხრისაკენ, მასზე ისეთი საერთაშორისო წესრიგის თავზე მოხვევის გზით, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნებს ეწინააღმდეგებოდა. ძალაუფლებაში მოსვლისთანავე პუტინის მთავარი მიზანიც სწორედ ამ წესრიგის შეცვლა და ყოფილი საბჭოეთის სივრცეზე რუსული კონტროლის აღდგენა გახდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა რუსული აგრესია ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ტოვებდნენ „რუსულ ორბიტას“ (საქართველო, უკრაინა). დასავლეთისთვის წაყენებული მოსკოვის მოთხოვნებიც სწორედ ამ მთავარ მიზანს ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ნატო მიიღებს კრემლის ღია კარის პოლიტიკის დასრულების მოთხოვნას, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობის გამორიცხვასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო განლაგების შეზღუდვას, იგი აღიარებს მოსკოვის უპირატესობას ევროპაში უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიღებაში. დასავლეთი ამ დათმობით რუსეთის მეზობელი ქვეყნების სტრატეგიულ მიზნებზე მოსკოვის ინტერესების უზენაესობას აღიარებს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ტრანსატლანტიკური საზოგადოების ძირითად ღირებულებებს.
უკრაინის გარეშე მოსკოვის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეზე სრული კონტროლის დამყარება ერთგვარი მარცხისთვისაა განწირული. რუსეთმა ევროკავშირთან უკვე „წააგო“ ბალტიის ქვეყნები და მისი გავლენა ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც მკვეთრადაა შესუსტებული. უკრაინის, 47-მილიონიანი მოსახლეობის მქონე უზარმაზარი ქვეყნის, რომელსაც შავ ზღვაზე გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გასასვლელი აქვს, დასავლეთისთვის დათმობა კრემლის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ლუკაშენკოს რეჟიმის შენარჩუნებით მოახერხა ბელორუსზე ძლიერი გავლენის შენარჩუნება, მისი უკრაინასთან დაახლოების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. რუსეთს არც ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა გამოადგა გავლენის განსამტკიცებლად, არც დონბასის რეგიონის ოკუპაცია. მოსკოვს ყოველ ჯერზე საკუთარი აგრესია ბუმერანგივით დაუბრუნდა და თავისი ქმედებებით უკრაინის დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყო უნებურად ხელი. ერთ-ერთ სტატიაში პუტინი კიდეც აღიარებს საკუთარ იმედგაცრუებას, რომ კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკება არ არჩია და „ნელი ტემპით, თუმცა ნამდვილად გადაიქცა რუსეთის ანტიპოდად“, რომელსაც „დონბასის საკითხზეც კი“ არ სურს რუსეთთან მოლაპარაკება.
ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა უკვე დიდი ხანია, რაც მოსკოვის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, პუტინის გადაწყვეტილებაში, რომ განელაგებინა სამხედრო დანაყოფები უკრაინის საზღვარზე, მთავარი როლი, დიდი ალბათობით, რუსეთისგან უკრაინის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა დაშორებამ შეასრულა. უკრაინის დაპყრობით კრემლი არა მხოლოდ აღიდგენს პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარ გავლენას, არამედ მისთვის არასასურველ რეგიონული უსაფრთხოების წესრიგსაც გამოუთხრის ძირს. კრემლს უკრაინის დაპყრობა, დასავლური მკაცრი სანქციების სახით, შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს. თუმცა, დღევანდელი გარემოება ამ ქმედებისთვის ყველაზე ხელსაყრელია. პირველ რიგში, რუსეთის მიმართ ევროპის პოლიტიკა ჯერ კიდევ გარკვეულწილად დაქსაქსულია, ძირითადად, გერმანიის მოსკოვთან პრაგმატული ურთიერთობების ქონის სურვილის გამო. მეორე მხრივ კი, ევროკავშირის ქვეყნების ენერგობაზრის რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება კვლავ მაღალია, განსაკუთრებით, ამ ცივ ზამთარში. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსეთმა შეიძლება შეძლოს კიდეც დასავლური სანქციების თავიდან არიდება ან მათი რბილად გადატანა.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- თალიბანი 2.0 ქაბულში: გამოწვევები და მოლოდინი რეგიონის ქვეყნებში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე