რონდელის ბლოგი
უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
ეთერ გლურჯიძე, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ესტონეთის დიპლომატიის სკოლის სტუდენტი და ჩრდილოეთი ჩინეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
2020 წლის ნოემბერში უნგრეთმა პოლონეთთან ერთად სცადა ევროკავშირის ბიუჯეტის დაბლოკვა იმ მუხლის გამო, რომელიც წევრი ქვეყნების დაფინანსებას ამ ქვეყნების მიერ კანონის უზენაესობის დაცვასთან აკავშირებს. ფინანსური პაკეტი მოიცავდა 750 მილიარდ ევროს და განკუთვნილი იყო წევრ ქვეყნებში კოვიდ-19-ით გამოწვეული ფინანსური ზარალის შესამსუბუქებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა საბოლოოდ დაამტკიცა ბიუჯეტი, მოცემულმა შემთხვევამ გამოააშკარავა ორგანიზაციაში დემოკრატიასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.
2010 წელს ვიქტორ ორბანის უნგრეთში პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ და ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილებამ სათავე დაუდო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შესუსტების პერიოდს. ცენტრალური ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთ დროს ისწრაფვოდა ლიბერალური დემოკრატიისკენ, თანდათანობით ავტორიტარიზმის მსხვერპლი გახდა.
2019 წელს ორგანიზაცია Freedom House-მა უნგრეთში თავისუფლების ინდექსი „თავისუფალიდან“ „ნაწილობრივ თავისუფლამდე“ შეამცირა, რაც განპირობებული იყო „ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე სტაბილური თავდასხმებით“. ამის შედეგად, თავისუფლების ინდექსში უნგრეთი ევროკავშირის არაწევრი სერბიისა და მონტენეგროს გვერდით აღმოჩნდა. „ახალი უნგრეთი“ ევროკავშირისთვის წარმოადგენს „გამოცანას“ და ბადებს კითხვას: რამდენად შეუძლია ევროკავშირს გააგრძელოს არსებობა, როგორც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულმა საზოგადოებამ? ეს სერიოზულ გამოწვევად რჩება ორგანიზაციისთვის, რომელმაც ვერ შეძლო დემოკრატიული ინსტიტუტების დამრღვევი უნგრეთის მთავრობის შეჩერება.
გამოსახულება 1. დემოკრატიის შემცირება უნგრეთში 2010 წლიდან. (წყარო: Freedom House).
პანდემია, როგორც ხელშემწყობი ფაქტორი
კოვიდ-19-ის პანდემიამ შექმნა უჩვეულო ვითარება, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებული ზომების მიღება გახადა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ზომები ერთ დროს ქვეყნის ძალაუფლების გადაჭარბებად ითვლებოდა. თუმცა, მკაცრი ზომების დაწესებასა და აშკარა ავტორიტარიზმს შორის არსებობს გამოკვეთილი ზღვარი. უნგრეთის შემთხვევაში, ეს ხაზი ნამდვილად გადაიკვეთა და შეიქმნა იდეალური სიტუაცია პრემიერ-მინისტრ ორბანისთვის მეტი ძალაუფლების მისატაცებლად. უნგრეთის პარლამენტმა დიდი მხარდაჭერით მიიღო კანონმდებლობა, რომელმაც, პანდემიასთან უფრო ეფექტიანადად გამკლავების მიზნით, ვიქტორ ორბანის მთავრობას სპეციალური ზომების გასატარებლად ძალაუფლება გაუზარდა. მმართველი პარტიისთვის კი ეს გახდა ახალი ბერკეტი კრიტიკული ხმების ჩასახშობად და თავისუფალი მედიის დევნისათვის. მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ მოცემული ზომები იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ პანდემიის დასასრულამდე, ნამდვილი მოქმედების პერიოდი ჯერჯერობით განუსაზღვრელი რჩება.
ევროკავშირის წინაშე უნგრეთის საკითხი ყველაზე არასასურველ დროს წამოიჭრა. პანდემიამ ძალაუფლების მოხვეჭისთვის შექმნა სასურველი პირობები, რადგან კოვიდ-19-თან ბრძოლამ აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების გაძლიერების აუცილებლობა შექმნა. აქედან გამომდინარე, პანდემიის კრიზისთან ბრძოლის გარდა, ევროკავშირის გამოწვევაა საკუთარი წევრი სახელმწიფო, რომელმაც სასარგებლოდ გამოიყენა მოცემული ვითარება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირს არ გამოუთქვმს არანაირი მკაცრი განცხადება, რადგან, პანდემიის პერიოდი შეიძლება არ აღმოჩნდეს სასურველი დრო წევრ სახელმწიფოსთან დავისათვის. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც საკმაოდ რბილი ტონით შემოიფარგლებოდა უნგრეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და საკუთარ განცხადებებში თავს იკავებდა ამ ქვეყნის პირდაპირი დასახელებისაგან. თუმცა, ევროკავშირის 2020 წლის აპრილის განცხადება, რომელიც შეეხო პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, იყო ერთგვარი გაფრთხილება, რომ მკაცრი ზომები დემოკრატიას ასუსტებს. თუმცა, განცხადებაში უნგრეთი საერთოდ არ იყო ნახსენები და მას მხოლოდ 13 წევრმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. ამან კი გააჩინა მრავალი კითხვა, თუ რამდენად შეუძლია ევროკავშირს თავიდან აიცილოს საკუთარი წევრი ქვეყნების მიერ ევროკავშირის ღირებულებების შესუსტება.
ევროკავშირის უშედეგო „რბილი დიპლომატია“?
უნგრეთის მოქმედი პარტიის საპარლამენტო ოპოზიცია უუნარო აღმოჩნდა დაპირისპირებოდა ვიქტორ ორბანის წამოწყებას კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. შესაბამისად, ევროკავშირი რჩება ერთადერთ მექანიზმად, რომელსაც შეუძლია გააკრიტიკოს მისი არადემოკრატიული ქმედებები. თუმცა, ევროკავშირის სამართლებრივი პროცედურები წარუმატებელი აღმოჩნდა ხელი შეეშალა უნგრეთის მთავრობისთვის დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის საქმეში. დიდი კრიტიკის მიუხედავად, ევროკავშირს უნგრეთის მიმართ ხშირად ჰქონდა მშვიდობიანი მიდგომა და ცდილობდა დაეყოლიებინა დემოკრატიული რეფორმის გასატარებლად. დღეს განხილვის საგანია ევროკავშირის მიერ უნგრეთის ორგანიზაციიდან გაძევება 50-ე მუხლის მეშვეობით, რომელიც ერთადერთი მექანიზმია ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისთვის. თუმცა, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ სახელმწიფოს სურვილის საფუძველზე, საკუთარი ნებით დატოვოს ორგანიზაცია, როგორც ეს მოხდა ბრექსიტის შემთხვევაში.
მეორე მხრივ, ევროკავშირს არ შეუძლია ცალმხრივად განდევნოს წევრი ქვეყანა. ლისაბონის ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოს შეუჩეროს გარკვეული უფლებები, შეიძლება გამოყენებული იყოს ევროსაბჭოში ხმის მიცემის შეზღუდვის მიზნით. ამის მიუხედავად, ამ მუხლის გააქტიურება მოითხოვს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაადგინონ, თელავს თუ არა რომელიმე ქვეყანა ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს. ამ მხრივ, შესაძლებლობა იმისა, რომ უნგრეთი და პოლონეთი ერთმანეთს მხარს დაუჭერენ, ძალიან დიდია. ორგანიზაციის „ხელახალი დაარსება“ უნგრეთის გარეშე, დემოკრატიული ანგარიშვალდებულების დაცვის მიზნით, უკიდურესი ნაბიჯი იქნება. ამან შეიძლება წაახალისოს სხვა ქვეყნები, გააგრძელონ არადემოკრატიული გზა, განსაკუთრებით, ჩინეთის გამოჩენის პერიოდში, რომელიც, ბევრის მოსაზრებით, რეგიონში ავტოკრატიის განვითარებას ისახავს მიზნად.
სხვა გამოსავალი, რომელიც დაფინანსებას ეხება, ასევე გამოწვევას წარმოადგენს. თუ ევროკავშირი შეამცირებს უნგრეთის ფინანსურ დახმარებას, სხვა წევრი სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ ორგანიზაცია ქმნის პრეცედენტს, რომ მსგავსი რამ მომავალში შეიძლება მათთან დაკავშირებითაც მოხდეს. ამიტომ ისინი თავს შეიკავებენ რომელიმე კონკრეტული წევრი ქვეყნის „დასჯისაგან“.
გარდა ამისა, უნგრეთის სამოქალაქო ალიანსი - ფიდესი არის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, რომელშიც შედიან ისეთი გავლენიანი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან: ანგელა მერკელი და ევროკომისიის ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტები. მიჩნეულია, რომ ფიდესის პოლიტიკურმა იზოლირებამ შეიძლება ჯგუფის საერთო გავლენას ზიანი მიაყენოს. ასევე არსებობს პოპულარული მოსაზრება, რომ ორბანის პოლიტიკური პარტია დიდი რაოდენობის ხმებს აგროვებს ევროპის სახალხო პარტიისთვის ევროპარლამენტის არჩევნებში.
ნდობის დაკარგვა ლიბერალურ დემოკრატიისადმი?
ევროკავშირის კიდევ ერთი გამოწვევა უნგრეთთან მიმართებით უკავშირდება ლიბერალური დემოკრატიის აღქმას. როგორც დონალდ ტუსკმა ერთხელ განაცხადა, „დღეს ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ ხალხისთვის ლიბერალიზმი ასოცირდება უარყოფით იდეებთან, როგორებიცაა მოწყვლადობა, არეულობა, ქაოსი და სისუსტე“. 2018 წელს ორბანმა დაიწყო ლიბერალური დემოკრატიის გმობა. ამავე დროს, უნგრეთმა შეიცვალა პოზიცია „აღმოსავლეთისკენ“. აღმოსავლეთისა და დასავლეთის შედარებისას ორბანი აკვირდება, თუ როგორი წარმატება მოაქვთ არადასავლურ და არადემოკრატიულ მთავრობებს საკუთარი ქვეყნებისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირის კრიტიკისას ორბანი მხარს უჭერს ჩაურევლობის პრინციპს და მიიჩნევს, რომ თითოეულ ერს აქვს საკუთარი ხასიათი, რომელიც გამოხატულია სპეციფიკური და უნიკალური პოლიტიკური სისტემებით.
ევროკავშირს ხშირად ადანაშაულებენ უმოქმედობაში, თუმცა აშკარაა, რომ ლიბერალური დემოკრატია გლობალური მასშტაბით დიდი ხანია გამოწვევების წინაშე დგას. დემოკრატიისადმი ნდობის დაკარგვა გახდა ტენდენცია არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ პროცესს თან ახლავს ავტორიტარიზმის ზრდა, რაც ძალიან მოსწონს უნგრეთის მთავრობას. ბუდაპეშტის წინააღმდეგობების მიუხედავად, ევროკავშირმა ამჯერად მოახერხა ბიუჯეტირების საკითხის გადალახვა. თუმცა, ევროკავშირმა გამოავლინა თავისი უუნარობა, შეაჩეროს უნგრეთის ლტოლვა ავტოკრატიისკენ გრძელვადიან პერსპექტივაში. ამრიგად, ევროკავშირს შესაძლოა დასჭირდეს საკუთარი თავის რეფორმირება, რათა არადემოკრატიულ წევრ ქვეყნებზე მოიპოვოს უფრო ძლიერი ბერკეტები და მომავალში იყოს უფრო მდგრადი ამგვარი პრობლემების მიმართ.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ბლოგი მალე დაემატება
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კალინინგრადის რუსული ექსკლავი და ლიეტუვური „ჩხვლეტა“
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- How to Respond to Russian Ultra-Orthodox-Historic-Hegemonism?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- /
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- ვის ეხმარება რუსეთი?
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე