რონდელის ბლოგი
რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
გერმანია-რუსეთის ურთიერთობები ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა რუსეთისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაში. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ათ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, 20-ჯერ ეწვია მოსკოვს დიპლომატიური ვიზიტით და ევროპის მთავარი წარმომადგენელი გახდა კრემლში. თავისი პოლიტიკური წონის წყალობით, მერკელმა დიდი გავლენა მოახდინა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზეც. მიუხედავად ამისა, 67 წლის ლიდერმა, რომელსაც 16 წლის განმავლობაში ეკავა კანცლერის პოსტი, ახლახან დატოვა პოლიტიკური სარბიელი.
მერკელის ადგილი დაიკავა სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა. მისმა პარტიამ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში მერკელის ქრისტიან-დემოკრატების კავშირს მცირე სხვაობით გაუსწრო (სოციალ-დემოკრატებმა არჩევნებში მოიპოვეს 25.8 პროცენტი, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა 24.1 პროცენტი). მწვანეთა პარტიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა კი, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს. დღეს გერმანიას ახალი კოალიციური მთავრობა ჰყავს, რომელსაც კანცლერი ოლაფ შოლცი უძღვება. მას შემდეგ, რაც ევროპის ერთ-ერთმა თვალსაჩინო ლიდერმა, რომელმაც საკვანძო როლი შეასრულა რუსეთისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, პოლიტიკური არენა დატოვა, შესაძლოა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გერმანიის ახალი მთავრობის გავლენის ინტენსივობაც საგრძნობლად შეიცვალოს.
მერკელის პრაგმატული ორაზროვნება
ტრადიციული გერმანული „ოსტპოლიტიკა“ (აღმოსავლეთის პოლიტიკა) რუსეთს ყოველთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავდა. გასული წლების განმავლობაში, მერკელის მმართველობის დროს, გერმანია-რუსეთის ურთიერთობები ნათელ წერტილად მოჩანდა რუსეთსა და დასავლეთს შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე. ამ თანამშრომლობამ დიდი გავლენა მოახდინა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნების მიმართ. მერკელის პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს ეფუძნებოდა, 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგაც კი არ განუცდია ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური უსაფრთხოების პრობლემებს (რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის პოლიტიკური რეპრესია და ყირიმის ანექსია) ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა, გერმანიის კანცლერი განაგრძობდა მოსკოვთან დიალოგს და კრემლთან კვლავ „შერჩევითი ურთიერთობების“ პოლიტიკას აწარმოებდა.
ამავდროულად, მერკელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის საკითხის მოგვარების თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით, ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში, რომელიც მან საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასის რეგიონში დაპირისპირების დასრულების მიზნით ჩამოაყალიბა. თუმცა იმის გამო, რომ მერკელის მცდელობები და მოსკოვის ინტერესები თანხვედრაში არ იყო, გერმანიის კანცლერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი და ზეწოლაც კი მოახდინა, რომ ეს სანქციები მინსკის შეთანხმების შესრულებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მერკელმა აქტიურად იმოქმედა ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაშიც. იგი პირადად იყო ჩართული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ბერლინში მკურნალობის საკითხის გადაწყვეტაში.
მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ინტერესების გამო, გერმანია კვლავ პრაგმატულად უდგებოდა რუსეთთან ურთიერთობას და მოსკოვთან დიპლომატიური მიმოსვლაც გააძლიერა. მერკელის მმართველობის დროს, ბერლინმა სცადა მრავალმხრივი კონფლიქტების ორმხრივი დიალოგით მოგვარება და რუსეთთან თანხვედრის წერტილების გამონახვას დაჟინებით ცდილობდა. ანგელა მერკელი, მოსკოვში უკანასკნელი ვიზიტისას, კვლავ შეეცადა, ევროკავშირ-რუსეთს და გერმანია-რუსეთს შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საერთო ენა გამოენახა. ის ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც მოსკოვთან გამწვავებული ურთიერთობების პირობებში შეძლო კომუნიკაციის პირდაპირი არხის შენარჩუნება.
20 აგვისტოს, კრემლში შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თაიგულს გადასცემს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს (წყარო: ამერიკის ხმა)
ბერლინის დამოკიდებულება მოსკოვთან ყოველთვის განსაზღვრავდა რუსეთისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკას. გერმანიამ აქტიურად შეუწყო ხელი ევროკავშირის პოლიტიკის ევოლუციას რუსეთთან მიმართებაში. შედეგად, 2016 წელს ევროპის საბჭომ რუსეთთან ურთიერთობის ხუთი პრინციპი შეიმუშავა. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე მკაცრი რეაგირება მოეხდინათ და ჰიბრიდული ომი შეეკავებინათ. თუმცა ევროპის საბჭო იმაზეც შეჯერდა, რომ მოსკოვთან კვლავ „შერჩევითი თანამშრომლობის“ პრაქტიკას გააგრძელებდა. აღსანიშნავია, რომ მერკელის საგარეო პოლიტიკის მსგავსად, ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ხუთი პრინციპი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ინტერესებსაც მოიცავს და რუსეთის საზიანო ქმედებების მიმართ მედეგობის გასაზრდელად, წინა პლანზე აყენებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის დახმარების საჭიროებას. ეს პრინციპები ევროკავშირის პოლიტიკის სამი პოსტულატის „უკუგდების, შეკავებისა და თანამშრომლობის“ მიხედვითაა შედგენილი და ბერლინის მიერ რუსეთისა და უკრაინის მიმართ შემუშავებულ პრაგმატულ, თუმცა ორაზროვან პოლიტიკას ეხმიანება.
რას უნდა მოველოდეთ?
მერკელის შემცვლელი ოლაფ შოლცი წინა სამთავრობო კოალიციის წევრი, ვიცეკანცლერი და ფინანსთა მინისტრი იყო. ჯერ კიდევ არჩევნებამდე, შოლცმა აღნიშნა, რომ მერკელის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დიპლომატიურ კრიტიკაზე დაფუძნებული მიდგომიდან დიდად არ გადაუხვევდა. ამავდროულად, შოლცი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევის და ევროპის უსაფრთხოების შერყევის მცდელობებს აკრიტიკებდა და ევროკავშირს რუსეთისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ განახლებული „ოსტპოლიტიკის“ შემუშავებისკენ მოუწოდებდა. სექტემბერში შოლცმა, რომელსაც მაშინ გერმანიის ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა, განაცხადა, რომ რუსეთის მიმართაც იყო საჭირო ახალი სტრატეგიის შემუშავება. შოლცმა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საჭირო „დიალოგის ხიდებსა და არხებზეც“ გააკეთა განცხადება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი „ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებას“ უნდა დათანხმდეს. ამ განცხადებით ნათელი გახდა, რომ რუსეთთან მიმართებაში გერმანიის პოლიტიკა, მერკელის პოლიტიკის მსგავსად, მეტწილად პრაგმატული მიდგომებით იქნება ნაკარნახევი. მეტიც, სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას უძღვება, რუსეთთან ისტორიულად მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩეოდა. ეს დამოკიდებულება ჯერ კიდევ ვილი ბრანდტის საბჭოთა კავშირთან „დაახლოების პოლიტიკიდან“ იღებს სათავეს.
ამასთანავე, შოლცი მხარს უჭერდა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის პროექტს, რომელიც გერმანიას 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირით მოამარაგებს. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკაში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მწვანეთა პარტია, რომელიც ახალი კოალიციური მთავრობის წევრია, მოსკოვის მიმართ საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი. პარტიის კანდიდატი ანალენა ბაეროკი, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის მშენებლობას მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა, კრემლის დეზინფორმაციის კამპანიის სამიზნეც კი იყო. შესაძლოა, მწვანეებმა ბერლინის საგარეო პოლიტიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა მოიპოვონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ და ყურადღებას ეკონომიკური ინტერესების ნაცვლად, ადამიანის უფლებებსა და რუსეთის შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე გაამახვილებენ.
ოლაფ შოლცი (მარცხნიდან მეორე) თავისუფალი დემოკრატების, მწვანეებისა და სოციალ-დემოკრატების ლიდერებთან ერთად (წყარო: BBC)
ის, რამაც შეიძლება შოლცი მისი წინამორბედისგან თვალსაჩინოდ განასხვაოს, არის „აღმოსავლეთის პარტნიორობის განსავითარებლად“ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ერთად მუშაობის სურვილი. სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების მიერ შემუშავებულ გზამკვლევში –„ვცადოთ მეტის მიღწევა: ალიანსი თავისუფლების, სამართლიანობისა და მდგრადობისთვის“ – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს დიდი ყურადღება ეთმობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ „ევროკავშირთან დაახლოება კანონის უზენაესობასა და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული თანამიმდევრული რეფორმების გზით უნდა შეეძლოთ“. ეს ახალი მიდგომა შესაძლოა, ევროინტეგრაციის გზაზე ახალ შესაძლებლობადაც კი იქცეს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომელთაც დემოკრატიული რეფორმების გასაგრძელებლად ახალი სტიმული სჭირდებათ.
შოლცს რუსეთთან და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან ერთდროულად სურს „ხიდების გადება“. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ, მეტწილად, პრაგმატიზმზე იქნება დაფუძნებული. ისიც აღსანიშნავია, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის დროიდან მოყოლებული, გერმანიასა და რუსეთს პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებდათ და ორ ქვეყანას შორის არასდროს გაწყვეტილა დიპლომატიური დიალოგი, მაშინაც კი, როცა პოლიტიკური მოვლენები მათ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ახდენდა.
მერკელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, გერმანია-ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობების საფუძველი, დიდი ალბათობით, მკვეთრად არ შეიცვლება. შოლცს, პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური გაჯანსაღების სირთულეების გათვალისწინებით, სურვილის შემთხვევაშიც კი, გაუჭირდება მერკელისეული საგარეო პოლიტიკისგან გადახვევა. საერთო ჯამში, მოსალოდნელია, რომ ახალი მთავრობა უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის ბალანსს შეინარჩუნებს. ახალ მთავრობასა და მერკელის ადმინისტრაციას შორის განსხვავება კი, ძირითადად, ევროკავშირთან უფრო ახლო თანამშრომლობასა და რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და შიდა რეპრესიების მიმართ უფრო კრიტიკულ დამოკიდებულებაში გამომჟღავნდება. ამ მიდგომებმა ჯერ კიდევ ანგელა მერკელის დროს დაიწყო ჩამოყალიბება. მთავარ საკითხად რჩება ახალი მთავრობის ღირებულებებისადმი ერთგულება და მისი მზაობა, რომ რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობებზე წინ დემოკრატია და ადამიანის უფლებები დააყენოს.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- რა საკითხები განიხილეს პუტინი-ერდოღანის შეხვედრისას?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- პოლიტიკური კულტურის გაკვეთილები გერმანულად: რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიდან
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე