რონდელის ბლოგი
ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო წარმოადგენს ჩვენს მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ გამოწვევას. დიდწილად ეს არის განპირობებული ეკონომიკის ლიბერალური მოდელის ჩამოყალიბებით იმის ფონზე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზის გამო საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალა. ეს მიზეზები ცალკე კვლევის საგანია. დღეს კი შევეხებით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს - ექსპორტის უპირატეს ზრდას.
2017 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე $2 მილიარდს გადააჭარბა და $ 2 მილიარდ 63 მილიონი შეადგინა. რეექსპორტთან ერთად იგი მიუახლოვდა 2013 წლის სარეკორდო მაჩვენებელს, შეადგინა $ 2 მილიარდ 727 მილიონი და მას მხოლოდ $183 მილიონით ჩამორჩა.
2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 29% ით გაიზარდა, იმპორტი კი - მხოლოდ 9% -ით. ეს სერიოზული წინსვლაა. ექსპორტისა და იმპორტის ზრდის აბსოლუტური მაჩვენებლებიც თითქმის გაუტოლდა ერთმანეთს (ექსპორტი - $ 614 მლნ., იმპორტი - $ 685 მლნ.). უკეთესი ვითარება იყო მხოლოდ 2013 წელს, როდესაც ექსპორტი გაიზარდა $ 534 მილიონით, ხოლო იმპორტი $ 34 მილიონით შემცირდა (წყარო: http://www.geostat.ge).
შეიძლება ჩამოითვალოს როგორც ექსპორტის ზრდის, ისე იმპორტის ჩანაცვლების ბევრი მიმართულება. ჩვენი წერილის საგანს წარმოადგენს ერთ-ერთი ასეთი პერსპექტიული მიმართულება - ელექტროენერგიით ვაჭრობა. ელექტროენერგეტიკის სექტორი მოიცავს ექსპორტის განვითარების შთამბეჭდავ პოტენციალს. საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ენერგეტიკის და მისი მთავარი კომპონენტის - ჰიდროელქტროენერგეტიკის განვითარება. საინტერესოა, რომ 2010 წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა შეადგინა $ 36,5 მილიონი და შევიდა ექსპორტის უმსხვილესი სასაქონლო პოზიციების რიცხვში ფეროშენადნობებთან ($ 264 მლნ.), მსუბუქ ავტომობილებთან ($ 227 მლნ.), სპილენძის მადანთან ($ 75 მლნ.) და ნატურალურ ღვინოსთან ($ 41 მლნ.) ერთად (წყარო: http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo ). იმავე 2010 წელს ნეტო ექსპორტმა შეადგინა $ 23,5 მლნ.
საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით ($ მლნ.)
|
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
|
ექსპორტი |
36.5 |
32.6 |
18.6 |
14.0 |
29.5 |
26.0 |
22.3 |
18.2 |
|
იმპორტი |
13.0 |
24.4 |
32.5 |
30.3 |
51.0 |
43.8 |
21.8 |
66.7 |
|
სალდო |
23.5 |
8.2 |
-13.9 |
-16.3 |
-21.5 |
-17.8 |
0.5 |
-48.5 |
|
წყარო: http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo
სამწუხაროდ, ამ ტენდენციის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, 2016 წლის წარმატება (2011 წლის შემდეგ ქვეყანა კვლავ გახდა ელექტროენერგიის ნეტო-ექსპორტიორი) გაბათილდა 2017 წელს, როდესაც ელექტროენერგიის იმპორტზე დაიხარჯა ჯერ არნახული ოდენობის თანხა - $ 66,7 მლნ., ხოლო ნეტო იმპორტმა ასევე რეკორდული $ 48, 5 მლნ. შეადგინა. ამის ახსნას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მეშვეობით შევეცდებით.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდისა და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის შედარება პროცენტებში
|
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
მშპ რეალური ზრდა (%) |
6.4 |
7.2 |
6.4 |
3.4 |
4.6 |
2.9 |
2.8 |
4.8* |
ელ.ენერგიის მოხმარების ზრდა (%) |
10.4 |
9.6 |
1.3 |
3.3 |
4.9 |
2.0 |
6.2 |
ა/ა** |
*წინასწარი.
**დღეისათვის არ არის ხელმისაწვდომი.
წყარო : http://gnerc.org/files/wliuri%20angariSi/ANNUAL%20REPORT%202016_opt.pdf
http://www.geostat.ge/?action=page&p_id=118&lang=geo
ცხრილში მოყვანილი ორი მაჩვენებელი 2013-2015 წლებში ინდივიდუალური მოხმარების ბაზრის გაჯერების შემდეგ მეტ-ნაკლებად სინქრონულად მოძრაობს, რაც სავსებით ლოგიკურია. 2016 წელს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ (6,2%) მნიშვნელოვნად გაუსწრო მშპ-ის რეალურ ზრდას (2.8%), დამატებითი მოთხოვნა კი გადაიფარა ელექტროენერგიის წარმოების ზრდის ტემპით (7,2%). ამის შედეგად საქართველომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა ელექტროენერგიის ნეტო-ექსპორტიორის სტატუსი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მდგომარეობის შენარჩუნება 2017 წელს ვერ მოხერხდა. ჯერჯერობით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას არ გამოუქვეყნებია 2017 წლის ანგარიში, მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო მისივე წარმოების ზრდას, რამაც გამოიწვია დამოუკიდებლობის პერიოდში უპრეცედენტო $ 66,7 მლნ. ელექტროენერგიის იმპორტის აუცილებლობა.
სავარაუდოდ 2017 წელს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ გადააჭარბა 10%-ს, 2016 წლის 6,2%-იანი ზრდის შემდეგ. ვინაიდან ეს არ აისახა მშპ-ის ზრდაზე, ამ მოვლენას სხვა ახსნა უნდა ჰქონდეს, მაგალითად, Bitcoin-ის მაინინგის შედეგად მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდა.
ამ პრობლემამ უკვე იჩინა თავი ისლანდიაში. Bitcoin-ის მაინინგის შედეგად ელექტროენერგიის მზარდმა მოთხოვნამ უკვე შექმნა პრობლემები ენერგოსისტემაში. ადგილობრივი ექსპერტები ალაპარაკდნენ ენერგოკრიზისის საშიშროებაზე. უკვე დღეს ისლანდიაში ბიტკოინების მოპოვებაზე დახარჯული ელექტროენერგია ორჯერ აღემატება ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების მოცულობას (იხ.: http://www.bbc.com/news/technology-43030677).
ამჟამად ისლანდიაში ცხარე კამათი მიმდინარეობს Bitcoin-ის წარმოების სრულყოფილ სამართლებრივ სივრცეში მოქცევის თაობაზე. ამ თემაზე აქტიურად მუშაობს ისლანდიის პარლამენტის წევრი სმარი მაკკართი (Smari McCarthy, https://twitter.com/smarimc). იგი ამტკიცებს, რომ პირველ რიგში თვითონ Bitcoin-ის მწარმოებლები უნდა იყვნენ დაინტერესებული თამაშის გასაგები და გამჭირვალე წესების არსებობით, რათა მომავალში თავიდან აიცილონ ყოველგვარი გაუგებრობა. ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას.
სერიოზულად მსჯელობენ ამ საკითხებზე ჩინეთშიც. მაგალითად, ჩინეთის ეროვნული ბანკი აპირებს Bitcoin-ის მოპოვებით დაკავებული კომპანიებისთვის რიგი შეზღუდვების დაწესებას . ეს ზომები მოიცავს კომპანიებისთვის პრეფერენციული რეჟიმების გაუქმებას როგორც ელექტროენერგიის მიღების, ისე მიწით სარგებლობის თუ გადასახადების სფეროში (იხ.:https://www.bloomberg.com/news/articles/2018-01-03/china-is-said-to-curb-electricity-supply-for-some-bitcoin-miners;https://www.caixinglobal.com/2018-01-04/china-clamps-down-on-preferential-treatment-for-bitcoin-mines-101193622.html).
როგორ ვლინდება ეს ტენდენციები საქართველოს სინამდვილეში და რა გამოსავალი შიძლება მოიძებნოს როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ბლოგის მეორე ნაწილში შევეცდებით.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ომი და საქართველო
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება: ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, მმართველობითი და პოლიტიკური ფაქტორები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე