რონდელის ბლოგი
ამერიკის სტრატეგია და საქართველო
ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელიც გამოიცა 2017 წლის დეკემბერში, სასიამოვნოდ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ორჯერ ორი ოთხია.
ზოგიერთ აშკარა ჭეშმარიტებას იშვიათად აცხადებენ ხოლმე პოლიტიკურ დონეზე. სწორედ ამიტომ გამიხარდა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დოკუმენტში ამოვიკითხე ისეთი წინადადებები, როგორიცაა: „ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი უწყვეტობა არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. მიმდინარე პერიოდი არ არის ამ თვალსაზრისით განსხვავებული“. მართლაც, არ არის. სინამდვილეში, ჩინეთის გაძლიერებასთან, რუსეთის ექსპანსიასა და ახლო აღმოსავლეთის ჩახლართულ გეოპოლიტიკურ არეულობასთან დაკავშირებული ბრძოლები ახლა უფრო მწვავე ეტაპზეა, ვიდრე ოდესმე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილა. და სამივე შემთხვევაში ისე ჩანს, რომ მომავალში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბება.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი პირდაპირ უწოდებს ჩინეთსა და რუსეთს „რევიზიონისტულ სახელმწიფოებს“. სხვა ძირითად საფრთხეებად განსაზღვრულია ირანი, ჩრდილოეთი კორეა და ჯიჰადისტური ტერორისტული დაჯგუფებები. შესაძლოა, უფრო ზუსტი ყოფილიყო ირანის განთავსება ჩინეთისა და რუსეთის კატეგორიაში, და არა ჩრდილოეთ კორეასთან ერთად - ამ უკანასკნელს არ ძალუძს საკუთარი საზღვრების გარეთ რაიმე სერიოზული გავლენის გავრცელება, ხოლო ირანი კი დღეს სწორედ ამ საქმით არის აქტიურად დაკავებული. თუმცა, რაც მთავარია, დიდ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე პაექრობის და არსებული მსოფლიო წესრიგისადმი რევიზიონისტული გამოწვევის რეალობა სტრატეგიის დოკუმენტში აშშ-ის მთავრობას ფორმალურად აქვს აღიარებული და პრიორიტეტად გამოცხადებულიც.
„ჩინეთს და რუსეთს სურთ შექმნან სამყარო, რომელიც შეუთავსებელი იქნება აშშ-ის ღირებულებებთან და ინტერესებთან“, ნათქვამია სტრატეგიის დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ კონკრეტულად რუსეთი „ცდილობს აღიდგინოს დიდი სახელმწიფოს სტატუსი და შექმნას გავლენის სფეროები საკუთარ საზღვრებთან“. ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის შეთრევასაც ამგვარ გავლენის სფეროში, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთი ცდილობს, საქართველოა.
ქვემოთ მე ვასაბუთებ, რომ საქართველო არის საფრთხეში მყოფი პოზიცია რუსეთის იმპერიული აღზევების მცდელობის გეოპოლიტიკურ ფრონტის ხაზზე. მე ასევე ვასაბუთებ, რომ ამ პოზიციის შესაძლო დაცემა იქნებოდა მძიმე წარუმატებლობა ამერიკისთვის, დიდ სახელმწიფოთა შორის მიმდინარე პაექრობის და არსებული მსოფლიო წესრიგისადმი რუსული გამოწვევის კონტექსტში.
საფრთხე საქართველოსთვის - რუსეთის ქმედებები
მართალია, თბილისი დღეს ინარჩუნებს ახლო საგარეო-პოლიტიკურ კავშირს დასავლეთთან, ხოლო ბოლო პერიოდში აშშ-სთან თავდაცვითი თანამშრომლობის მხრივ იმედისმომცემი პროცესები მიმდინარეობს, რუსული საფრთხე ძალიან სერიოზულია.
რუსული შეტევის ერთი მიმართულება საინფორმაციო ომია. ყოველდღე უამრავი ქართველი იღებს აგრესიული რუსული პროპაგანდის პორციებს. ეს ხდება ქართულ ენაზე და მედიის მთელი სპექტრის - ტელევიზიის, რადიოს, გაზეთების და ინტერნეტის - მეშვეობით. საქმე გვაქვს მიზანდასახულ და მუდმივ მცდელობასთან დაარწმუნონ ქართველები, რომ დასავლეთი არის ბოროტი, დეკადენტური და სუსტი; რომ ამ პლანეტაზე ყველა წარმოადგენს საქართველოსთვის უარეს საფრთხეს ვიდრე რუსეთი; და რომ თავისუფლება შეუთავსებელია ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასთან.
საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის არსებულ საგარეო პოლიტიკას და არ უჭერს მხარს რუსეთის ორბიტაზე გადასვლას. ამას ისიც განაპირობებს, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედის სამხედრო ოკუპირება მოახდინა. რუსეთის საინფორმაციო ომი ამ რეალობას ვერ შეცვლის. ამის მიუხედავად, ის სახიფათოა. საქართველოს მოსახლეობის თუნდაც უმცირესობის პრორუსული განწყობები რუსეთმა შეიძლება პოლიტიკური გავლენის ოპერაციებისათვის გამოიყენოს.
რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური ორგანიზაციები საქართველოში ასევე აქტიურები არიან, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც მოიპოვა საპარლამენტო ადგილები 2016 წლის არჩევნების შედეგად, და რამდენიმე უფრო მცირე პოლიტიკური ძალა. ქვეყანაში ასევე მოქმედებენ სხვა პრორუსული ჯგუფებიც, მაგალითად „ქართული მარში“ (სახელწოდება ანალოგიურია „რუსული მარშის“ - რუსი ნაციონალისტების ყოველწლიური ღონისძების), რომელიც ცდილობს ქართული საზოგადოების ნაწილის მობილიზებას ქსენოფობიური ლოზუნგების ქვეშ.
რუსული საფრთხის კიდევ ერთი მხარე სამხედრო სფეროა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად განლაგებული რუსული სამხედრო ძალები წარმოადგენენ ორი ძლიერი მექანიზირებული ბრიგადის ეკვივალენტს, ათასობით ჯარისკაცით, მძიმე შეიარაღებით და მზარდი სამხედრო ინფრასტრუქტურით. მათთან ერთად განთავსებულია ისეთი შეიარაღება, როგორც „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, „სმერჩის“ ტიპის რეაქტიული სისტემები და ს-300 ტიპის საზენიტო კომპლექსები.
ბევრად უფრო მსხვილი ძალები რუსეთს ჰყავს საქართველოს მახლობლად, ჩრდილოეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ეს ძალები გაიზარდა და უკეთესად შეიარაღდა. თუმცა ახლო მომავალში, სავარაუდოდ, მათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაძლიერება იგეგმება. 2018 წლის თებერვალში წყაროებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შეატყობინეს გაზეთ „იზვესტიას“ ჩრდილოეთ ოსეთში და დაღესტანში განლაგებული მე-19 და 136-ე მექანიზირებული ბრიგადების დივიზიებად გადაქცევის შესახებ.
რუსულ მექანიზირებულ (როგორც რუსები ეძახიან - „მოტომსროლელთა“) ბრიგადში შედის 3-4 ათასი ჯარისკაცი. რუსულ მექანიზირებულ დივიზიაში შედის 10 ათას ჯარისკაცამდე და ბრიგადაზე საგრძნობლად მეტი მძიმე ტექნიკა და არტილერია. მოსკოვმა, რომელმაც მანამდე სამხედრო ძალების ბრიგადებზე აგებული სტრუქტურა აირჩია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კვლავ დაიწყო დივიზიების აღდგენა. ითვლება, რომ რუსული დივიზიები უკეთ არის მორგებული მასშტაბურ ფრონტალურ ომზე, ვიდრე ბრიგადებზე აგებული სტრუქტურა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე-19 და 136-ე ბრიგადების დივიზიებად გარდაქმნის შემთხვევაში, რუსული საბრძოლო ძალის მასშტაბი საქართველოს საზღვარზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ გარდაქმნის დაწყება, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის ბოლოს იგეგმება.
სავარაუდოდ, ამ ტრანსფორმაციის მთავარი სამიზნე არის უკრაინა. მის საზღვარზე რუსებმა უკვე განალაგეს ახალი დივიზიები, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ მასშტაბურ სამხედრო აგრესიაში მოსალოდნელია კავკასიაში არსებული რუსული ძალების ჩართვაც. ამის მიუხედავად, რუსეთის მზარდი სამხედრო ძალა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღევანდელი მდგომარეობითაც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ქართული შეიარაღებული ძალებისა, აშკარად წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს საქართველოსთვისაც.
ამ ყველაფერთან ერთად, რუსული დიპლომატია აგრესიულად ესხმის ყველა ნაბიჯს, რომელიც მიმართულია საქართველოსა და დასავლეთს შორის თანამშრომლობაზე. ამავე დროს, მოსკოვი ახდენს ოკუპირებულ რეგიონებზე თავისი პოლიტიკური და სამხედრო კონტროლის კონსოლიდირებას, რასაც თან სდევს საოკუპოაციო ხაზის პერიოდული გადაწევა და, შედეგად, დამატებითი მიწების მიტაცება.
რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი
ჩამოთვლილ ფაქტორთა კომბინაცია და კრემლის სურვილი საკუთარ გავლენის სფეროში ჩართოს საქართველო, ცხადყოფს, რომ ეს უკანასკნელი საფრთხეშია. ამასთან ერთად, აშშ-ს აქვს მნიშვნელოვანი მიზეზები რათა შეაკავოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ქმედებები და არ დაუშვას, რომ ამ ქვეყანაში მოსკოვმა საკუთარ მიზნებს მიაღწიოს.
გეოპოლიტიკურად საქართველო სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ქვეყანაა. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რუსეთი რაიმე ფორმით მოაქცევს საქართველოს თავისი პოლიტიკური დომინირების ქვეშ, ის შეძლებს სომხეთზე თავისი გავლენის ბოლომდე კონსოლიდირებას და, რაც მთავარია, გაავრცელებს ჰეგემონიას აზერბაიჯანზეც. ეს უკანასკნელი იმყოფება სომხეთთან ომის მდგომარეობაში, ხოლო მისი სამხრეთელი მეზობელი ირანი დასავლეთის მოწინააღმდეგეა რუსეთთან ერთად. შედეგად, საქართველო არის ერთადერთი გეოგრაფიული დერეფანი, რომლის მეშვეობით აზერბაიჯანს შეუძლია სტრატეგიული კომუნიკაცია როგორც დასავლეთთან, ისე აზერბაიჯანის მოკავშრე თურქეთთან. თუ საქართველო აღმოჩნდება რუსული დომინირების ქვეშ, აზერბაიჯანს ობიექტურად მცირე არჩევანი ექნება, გარდა მოსკოვის გავლენის სფეროში შესვლაზე დათანხმებისა.
ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ასევე დარჩებოდნენ დასავლეთისგან სრულ გეოპოლიტიკურ იზოლირებაში. რუკაზე ცენტრალური აზია წარმოათგენს ერთგვარ „ბოთლს“, რომელიც გარშემორტყმულია სწორედ იმ ქვეყნების ტერიტორიით, რომელბსაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი ასახელებს ამერიკის ოპონენტებად - ჩინეთის, რუსეთის, ირანის, და ასევე ჩინეთის ახლო მოკავშირე პაკისტანის. ამ „ბოთლის“ ყელი, რომელიც იძლევა ცენტრალურ აზიასა და დასავლურ სამყაროს შორის ვაჭრობის და სხვა სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალებას, გადის კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე. თუ რუსეთი, სამხრეთ კავკასიაზე დომინირების გზით, ჩაკეტავს ამ „ბოთლის“ ყელს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეეძლებათ მხოლოდ ორ მსხვილ გარე მოთამაშესთან საქმის დაჭერა - რუსეთთან და ჩინეთთან.
საქართველოს რუსეთის ხელში ჩავარდნის შედეგები ასევე ძალიან სერიოზული იქნებოდა თურქეთისთვის. საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის განვითარება თურქეთის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია. ანკარასთვის ასევე მნიშნელოვანია კომუნიკაციის შესაძლებლობა თავის მოკავშირე აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამის შედეგად, თუ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, თურქეთს შეიძლება მოუწიოს რუსეთისადმი უფრო დამთმობი პოლიტიკის გატარება.
ამასთან, თუ რუსეთი სრულად მიაღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს სამხრეთ კავკასიაში, მას შეეძლება მეტი ყურადღების და რესურსების მიმართვა სხვაგან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. ამ რეგიონში რუსეთის აქტიურობა მომდევნო წლების მანძილზე პოტენციურად სახიფათო იქნება როგორც უკრაინაში, ისე ბალტიის ნატოს წევრ ქვეყნებში. მოსკოვის სრული ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში შეამცირებდა რუსეთის დასავლეთ საზღვარზე მშვიდობის შენარჩუნების შანსებს.
ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოში რუსულ ტრიუმფს დიდი სიმბოლური მნიშვნელობაც ექნებოდა. ბალტიის სამი სახელმწიფოს გარდა, საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, რომელიც გახდა ფუნდამენტური ანტიკორუფციული რეფორმების და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების შენების წარმატებული მაგალითი. ამ რეგიონში ეს არის რუსული ტიპის კლეპტოკრატიის ალტერნატიული განვითარების მოდელის სატესტო ნიმუში.
თუ რუსეთი ამ ნიმუშს მოსპობს, ეს იქნებოდა გზავნილი, რომ საქართველოს წარმატებული რეფორები იყო უბრალოდ დროებითი ანომალია და რუსეთის პერიფერიაზე მხოლოდ სახელმწიფოებრიობის მოსკოვური მოდელი მუშაობს. სწორედ ამ გზავნილის მიწოდება სურს კრემლს რუსეთის მეზობლებისთვის და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თვით რუსეთის მოსახლეობისთვის.
გლობალური თვალსაზრისით, რუსეთის მიერ მის სამეზობლოზე გეოპოლიტიკური დომინირების მიღწევა არაფრით არ შეამცირებდა მის აგრესიულობას უფრო შორეულ რეგიონებში. პირიქით. მოსკოვი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც მომავალი მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთ ცენტრს. ამ ახალ სამყაროში რუსეთის რეგიონული გავლენის სფერო - ფაქტობრივი აღდგენილი იმპერია - იქნებოდა ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც რუსეთი იმოქმედებდა მთელ მსოფლიოში.
სისუსტე და პერსპექტივა
მართალია, შიდა პოლიტიკური ვითარება საქართველოში ამჟამად არასახარბიელოა, მაგრამ მუდმივად ასე არ იქნება. დემოკრატია საქართველოში არ არის იმპორტირებული საქონელი. ჩვენმა საზოგადოებამ დემოკრატიული სისტემა ჯერ კიდეც 1917-1918 წლებში შექმნა, მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ფილოსოფიური ტრადიციის საფუძველზე. დღევანდელი ქართული საზოგადოებაც თანდათან გამოასწორებს ვითარებას, როგორც მისი პოლიტიკური ტრადიციების, ისე ახალგაზრდა თაობის წყალობით.
მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია საქართველოს სისუსტის ამჟამინდელ მომენტში რუსეთმა ვერ შეძლოს აქ თავისი მიზნების მიღწევა, და ამაში აშშ-ს შეუძლია საქართველოსთვის დახმარება. არსებული ამერიკულ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის არის მისი შიდა დემოკრატიული უკუქცევა. ამ ფაქტორმა შეიძლება უფრო მეტი შესაძლებლომა მისცეს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამოქმედოდ, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. ამ უკუქცევის შეჩერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების გამო, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისათვისაც.
აშშ-ს საქართველოში ძალიან დიდი პოლიტიკური პრესტიჟი და რბილი ძალა აქვს, რითაც მას გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებაზე. იმის მტკიცედ ხაზგასმით, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის სიჯანსაღე, ამერიკას შეუძლია პოზიტიურად გამოიყენოს ეს გავლენა და გაზარდოს საქართველოს შანსები დააღწიოს თავი დღევანდელ სახიფათო ისტორიულ მომენტს. ამით შეერთებული შტატები შეამცირებდა რუსეთის შანსებს საქართველოში დომინირების მოპოვებით მიაღწიოს ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას კავკასიაში დასავლეთთან და კონკრეტულად აშშ-თან მიმდინარე პაექრობის ფარგლებში.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე