რონდელის ბლოგი
არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ჩართულობის სტაბილური და განვითარებადი ხასიათი ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი განვითარებული ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ან ძალიან ახლოს დგას მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან ან აჭარბებს მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეროვნული პროდუქციის ნახევარზე მეტი უცხოური ბაზრებისთვისაა განკუთვნილი. ქვემოთ, ცხრილში მოცემული შესაბამისი მონაცემები კარგად აჩვენებენ ამ ტენდენციას.
შერჩეული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი და ექსპორტის მოცულობა (მილიონი დოლარი, 2014-2016 წლების მონაცემები, შეფასება)
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_GDP_(nominal); https://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_exports
მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტისა და ექსპორტის მონაცემები ხელმისაწვდომია, შესაბამისად, 2015 და 2016 წლებისათვის, რაც გარკვეულ ცდომილებას არ გამორიცხავს, ცხრილიდან გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შესაძლებელია.
პირველი - რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო შეზღუდულია მისი შიდა მოხმარება და, შესაბამისად, ბაზრის ზომაც. შედეგად, ამგვარი ქვეყანა უფრო მეტადაა დამოკიდებული გარე ბაზრებზე. ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ, დამოკიდებულება აუცილებლად იზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში ქვეყანა განწირულია იზოლაციისათვის. თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს სწრაფი ზრდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ტენდენციაც.
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უპირატესობაა შედარებით სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო. ამჟამად ყველაზე უფრო მოწყვლადი მაკროეკონომიკური კომპონენტი შთამბეჭდავი სავაჭრო დეფიციტია. მას აქვს თავისი ობიექტური ხასიათი, საკუთარი ისტორიული წინაპირობები და ეკონომიკური მიზეზები, რომლებიც საკმარისად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ცალკე იყოს შესწავლილი. რეალობა ისაა, რომ საქართველოს სავაჭრო ბალანსი ამჟღავნებს მდგრად დეფიციტს, რომელიც კომპენსირდება რამდენიმე კომპონენტით (მაგალითად, მომსახურება, ტრანზიტი, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები), რასაც მივყავართ მეტ-ნაკლებად სტაბილური საგადასახდელო ბალანსისაკენ. განგრძობადი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ქართული ეკონომიკის მთავარი გამოწვევაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სავაჭრო დეფიციტის ხვედრითი წილი სავაჭრო ბრუნვასთან მიმართებაში დაახლოებით 50%-ის გარშემო მერყეობს.
საქართველოს სავაჭრო დეფიციტი (მილიონი დოლარი)
წყარო: http://geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo
ამ მხრივ წელს გარკვეული პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება, ძირითადად ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდის დამსახურებით. თუ საქართველო შეძლებს შეინარჩუნოს ეს პოზიტიური ტენდენცია და შეამციროს სავაჭრო დეფიციტი სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 25-30%-მდე, მაკროეკონომიკური გარემოს სტაბილურობა გარანტირებული იქნება ყველა თანმდევი შედეგით, მათ შორის, ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის სტაბილურობით.
რეალურად არსებობს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ორი გზა - იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტის გაზრდა. ორივე შემთხვევაში საქართველოს კარგი პოტენციალი აქვს, თუმცა ჩვენი წერილი საექსპორტო განვითარების, მისი ხასიათის, ბუნებისა და შესაძლო გამოწვევების გაანალიზების მოკრძალებული მცდელობაა.
რა არის ასე გაზრდილი ექსპორტის მიზეზი? არის კი ეს მდგრადი?
ყველაზე კარგი შედეგი, რაც აქედან მივიღეთ ისაა, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად იქცა.
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები (2017, მილიონი დოლარი, 10 თვე)
წყარო: http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/bop/FTrade__10_2017_GEO-with%20cover.pdf
ზედა ცხრილში დსთ-ის მაგივრად, რომელიც ტრადიციულად არის წარმოდგენილი ქართულ სტატისტიკაში, მითითებულია ევრაზიის საბაჟო კავშირი, რადგან იგი უკეთესად ასახავს ამჟამინდელ ეკონომიკურ რეალიებს. არასდროს უარსებია დსთ-ის ერთიან ბაზარს, თუმცა მისი არსებობის შესაძლებლობაც კი საბოლოოდ მოისპო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად. დამატებით, დსთ-ის ვაჭრობის წესები, რომლებსაც ზოგადად დაკარგული აქვთ მნიშვნელობა, ვეღარ ახდენენ გავლენას საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე აზერბაიჯანთან, მოლდოვასთან, უზბეკეთსა და ტაჯიკეთან, რომლებიც სამართლებრივად ჯერ კიდევ დსთ-ის წევრები არიან. რაც შეეხება უკრაინას და თურქმენეთს, მათ არ მოუხდენიათ დსთ-ის წესდების რატიფიცირება და მასზე არც ხელი მოუწერიათ. შესაბამისად, სამართლებრივად, ეს ქვეყნები არ არიან დსთ-ის წევრები. საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები უკრაინასა და თურქმენეთთან რეგულირდება ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, რომელიც ძალაში 2003 წლის 10 დეკემბერს შევიდა (იხ.: https://guam-organization.org/en/agreement-on-establishment-of-free-trade-area-between-the-guuam-participating-states/).
ვერავინ იტყვის, რომ რუსული ბაზარი მიმზიდველი არაა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ის ამავე დროს არის სახიფათო, არამდგრადი და ქმნის ბევრ, განსაკუთრებით პოლიტიკური ხასიათის, რისკს.
საქართველოს მთავრობის ბოლო წლების მცდელობის შედეგად, მეტ-ნაკლებად მოგვარებულიყო ორმხრივი ურთიერთობები, რუსულ-ქართული სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქართველო-რუსეთის ვაჭრობის დინამიკა (მილიონი დოლარი)
წყარო: http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo
დიდი ალბათობით რუსულ-ქართული სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წელს 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. რუსეთი გახდა ქართული ექსპორტისათვის ყველაზე დიდი ბაზარი 14.3%-ით (314 მილიონი დოლარი 2,203 მილიონი დოლარიდან), ხოლო აზერბაიჯანი მეორე ადგილს იკავებს სულ რაღაც 8.8%-ით. ქართული საექსპორტო ეკონომიკის ზოგიერთ სფეროში დომინირება უფრო დრამატულია. 2017 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ქართველმა მეწარმეებმა საექსპორტოდ გაიტანეს 61 მილიონი ბოთლი ღვინო, საერთო ღირებულებით 134.6 მილიონი დოლარი. რუსული ბაზარი ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო 38.3 მილიონ ბოთლზე უფრო მეტით (62.7%, 84.6 მილიონი დოლარი), ხოლო უკრაინა მეორე ადგილზე იყო სულ რაღაც 6.2 მილიონი ბოთლით (10.1%). ეს აშკარად აჩვენებს, რამდენად სერიოზულადაა დამოკიდებული ქართული ღვინის წარმოების ინდუსტრია რუსულ ბაზარზე. რეგიონში რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკისა და, განსაკუთრებით კი, ქართული ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების ძალიან მცირე შესაძლებლობა არსებობს (თუ საერთოდ არსებობს). ეს არც ორმხრივ მდგრად ეკონომიკურ თანამშრომლობის მდგრადობას უწყობს ხელს (იხ.:http://reginfo.ge/economic/item/3540-saqartvelodan-gvinis-eqsporti-59-%E2%80%93it-gaizarda,-chachis-198-%E2%80%93it).
მედლის მეორე მხარეა ქართული ღვინის საშუალო საკონტრაქტო ფასი, რომელიც სულ 2.2 დოლარია. არსებული ტენდენციების მიხედვით, წელს ჯამში დაახლოებით 73-75 მილიონი ბოთლი ღვინო გავა ექსპორტზე. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ რაოდენობრივ ზრდას თავისი ბუნებრივი ლიმიტები აქვს. დროა დავიწყოთ ფიქრი, რომ ქართულმა ღვინომ შეიცვალოს პოზიცია მსოფლიო ბაზარზე და გადავიდეს უფრო მაღალი დონის სეგმენტში - უფრო მცირე რაოდენობით, მაგრამ უფრო მაღალი ფასით. თუკი ეს ტენდენცია მართლაც განხორციელდება, სამომავლოდ ჩვენი ძირითადი ბაზარი რუსეთი კი აღარ იქნება, არამედ ევროკავშირი, ჩინეთი, აშშ, იაპონია და სხვა. ეს არ ნიშნავს, რომ ქართულმა ღვინომ უნდა დათმოს უკვე დამკვიდრებული ადგილი მეგობარი ქვეყნების ბაზრებზე, იქნება ეს უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ., ან თუნდაც არამეგობარი ქვეყნის - რუსეთის ბაზარი. ცხადია ხარისხისა და, შესაბამისად, ფასის ზრდის, ისევე როგორც მიმზიდველ, მაგრამ რისკიან ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესი ფრთხილად და თანმიმდევრულად უნდა წარიმართოს.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- რატომ ვერ აღიქვამს დადებითად საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ეკონომიკა „ტურისტულ ხაფანგში“
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კავკასიაში: ვის ირჩევს სომხეთი და აზერბაიჯანი
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე