რონდელის ბლოგი
ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
კოვიდ-19-მა მსოფლიოს გარშემო, ჯამში, 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მაშინ, როდესაც ვირუსი კვლავ ვრცელდება, ვაქცინები მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია გახდა. Economist Intelligence Unit-ის (EIU) წინასწარი გამოთვლებით, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდასრული მოსახლეობის აცრა 2022 წლისთვის უნდა დამთავრდეს. ეს თარიღი მნიშვნელოვნად განსხვავდება დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისათვის, რომლებშიც ვაქცინაციის პერიოდი, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გასტანს. აქედან გამომდინარე, გლობალური მასშტაბით ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის არსებობს მკაფიო განსხვავება. დასავლეთის მიერ ვაქცინის ღარიბ ქვეყნებში მიწოდების მცდელობები, რომელიც ძირითადად დამოკიდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ შექმნილ „კოვაქსის“ პლატფორმაზე, განსაკუთრებული წარმატებით არ გამოირჩევა. სწორედ ამიტომ განაცხადა ორგანიზაციამ, რომ მსოფლიო „მორალურად კატასტროფული კრახის“ წინაშე დგას. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ავტორიტარული ქვეყნებისათვის, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი, ვაქცინის მიწოდებამ შექმნა ამ ქვეყნების გლობალური გავლენის გაზრდის შესაძლებლობა. მათ უკვე დაიწყეს ვაქცინების გამოყენება საკუთარი ავტორიტარული ინტერესებისა და რბილი ძალის გასაფართოებლად.
„ხელსაყრელ დროსა და ადგილზე“
რუსეთმა და ჩინეთმა საკუთარი რბილი ძალის გასაზრდელად ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყეს ვირუსით დაზარალებული ქვეყნებისთვის დამცავი პირბადეებისა და აღჭურვილობის მიწოდება. დღეს კი ორივე ქვეყანამ ვაქცინის მიწოდება ე.წ. ტრანზაქციული მიდგომით დაიწყო. მათი მიზანია ტრადიციული პოლიტიკური ალიანსების გასაძლიერებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად ვაქცინის მიწოდებაზე ხელშეკრულებების დადება. ამასთანავე, დასავლური ვაქცინების წარმოებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ღარიბ ქვეყნებს უბიძგა დასახმარებლად მიემართათ მოსკოვისა და პეკინისათვის.
მცირეშემოსავლიანმა ქვეყნებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული დოზების მიღება სცადეს, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ დასავლეთში შექმნილი ვაქცინები - „ფაიცერი“ და „ასტრაზენეკაა“. თუმცა, რიგ ქვეყნებში დოზების მიწოდების შეყოვნებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უფრო მდიდარმა ქვეყნებმა საჭიროზე მეტი რაოდენობის დოზები შეუკვეთეს. დასავლურმა ქვეყნებმა გარკვეულწილად ვერ შეძლეს წარმატებით გაეგზავნათ საჭირო დოზები საზღვარგარეთ და ხშირად ქცეულან კრიტიკის საგნად „ვაქცინების ნაციონალიზმის“ ბრალდებით. მცირე ეკონომიკის ბევრი ქვეყანა მზადაა მიიღოს ის, რასაც მას სთავაზობენ აღმოსავლელი დონორები, რომლებიც „გაუმაძღარი დასავლური მდიდარი ქვეყნების“ მიმართ ჩამოყალიბებულ ნეგატიურ განწყობებს თავიანთ სასიკეთოდ იყენებენ და პოლიტიკური კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მზად არიან დახმარებისთვის. მაშასადამე, რუსეთმა და ჩინეთმა გამონახეს ხელსაყრელი მომენტი, რომ „განვითარებადი სამყაროს მფარველებად“ წარმოჩნდნენ და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გრძელვადიანი გავლენა მოიპოვონ.
2020 წლის აგვისტოში რუსეთის განცხადებას, რომ ის გახდებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც შექმნიდა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას, არასაკმარისი ტესტების გამო, მსოფლიო დიდი უნდობლობით შეხვდა. დღეს სიტუაცია იმდენადაა შეცვლილი, რომ ვაქცინაზე „სპუტნიკ 5“ ძალიან დიდი მოთხოვნაა. ბევრი იმასაც კი ეჭვობს, თუ რამდენად შეძლებს რუსეთი დაპირებული ვაქცინების მიწოდებას. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ჯერჯერობით თავიანთი მოსახლეობის მხოლოდ 5%-ზე ნაკლები აცრეს, მაშინ, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა უკვე მოსახლეობის 36%-ის ვაქცინაცია მოახერხა, აშშ-მ - 30%-ისა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა კი - 11%-ის. მიუხედავად ამისა, რუსეთი უკვე დათანხმდა დაახლოებით 400 მილიონი დოზის ექსპორტირებას და აპირებს ამ რიცხვის კიდევ 350 მილიონით გაზრდას. ჩინეთშიც საკმაოდ მსგავსი მონაცემებია (იხ. რუკა 1). მოსკოვთან ხელშეკრულების თაობაზე ქვეყნების საგარეო წარმომადგენლები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და „სპუტნიკ 5-ის“ მიმართ კრიტიკა ჯერჯერობით არ გაჟღერებულა.
რუკა 1. რუსული და ჩინური ვაქცინების დისტრიბუცია მსოფლიოში თებერვლის მეორე ნახევრისთვის (წყარო: The Guardian).
ვაქცინის დოზები „მეგობრების შესაძენად“
კრემლისთვის „სპუტნიკ 5“ გახდა რბილი ძალის მოსაპოვებელი „ოქროს მაღარო“. მოსკოვმა, ევროკავშირთან და აშშ-სთან ალექსეი ნავალნის დევნის გამო ურთიერთობების გაუარესების შემდეგ, საკუთარი ვაქცინების პოპულარიზება დაიწყო როგორც დასავლეთში, ისე სხვა ქვეყნებში. „სპუტნიკ 5-ის“ დასავლური ფარმაცევტული კომპანიების „საუკეთესო“ ალტერნატივად წარმოჩნდება. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამაც კი, როგორებიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, დასავლური ვაქცინების შენელებული პროცესის გამო, რუსულ ვაქცინაზე გააკეთეს არჩევანი. სერბიამ კი, რუსული დოზების მიღების შემდეგ, მოსკოვთან „სპუტნიკ 5-ის“ საწარმოს ასაშენებლად ხელშეკრულება დადო. მეტიც, კრემლის სასიხარულოდ, რუსეთში ევროპელი დიპლომატები „სპუტნიკ 5-ით“ აიცრნენ. რუსეთიდან მილიონობით დოზას ელიან ასევე ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. უნგრეთში კვლავ ელოდებიან ვაქცინას და პოზიტიურად არიან განწყობილი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „რუსები თავიანთ დანაპირებს ასრულებენ“.
რუსეთი და ჩინეთი იმ პირველ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც დიპლომატიის გზით დაიწყეს განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდება. მათი სამიზნე ძირითადად საკუთარი სამეზობლო და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ან გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ქვეყნებია. მათი ვაქცინების დოზების მოლოდინშია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და სავაჭრო მდებარეობის მქონე დაახლოებით 50 ქვეყანა, მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე, დაწყებული ბრაზილიიდან, დამთავრებული ინდონეზიით. აღსანიშნავია, რომ ჩინური „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ასევე შევიდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც, რამაც პარტნიორ რუსეთთან ერთგვარი კონკურენციაც კი წარმოშვა (იხ. რუკა 1).
რუსეთისა და ჩინეთის მიზანია ვაქცინების გამოყენება არსებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად. ჩინეთს სურს საკუთარი სტატუსის გაუმჯობესება და შორეულ ქვეყნებთან ახალი კავშირების დამყარება, საკუთარი სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო მიზნებისთვის. ამასობაში, წარმატებული „ვაქცინის დიპლომატია“ რუსეთის მთავრობისთვის ახალი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ ტექნოლოგიურად და სამეცნიერო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული გლობალური ძალის სტატუსი მიიღოს. მოსკოვსა და პეკინს სურთ საფუძველი მოიმზადონ სხვადასხვა ქვეყანაში გრძელვადიანი ბერკეტების შესაქმნელად. მათი დახმარების მიმღებ სახელმწიფოებს მომავალში გაუჭირდებათ წინააღმდეგობა გაუწიონ საკუთარი კოვიდ „დონორების“ დიპლომატიურ წნეხს.
მაშინ, როდესაც ჩინეთმა დასავლური ვაქცინების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო, საერთაშორისო რუსული მედია და კრემლის მომხრე სოციალური ქსელები ხშირად ავრცელებენ მოსკოვის საქებარ სიტყვებს და დასავლური ვაქცინების დისტრიბუციის სირთულეებს უსვამენ ხაზს. რუსული ვაქცინის ექსპორტს აქტიურად აშუქებს რუსული სახელმწიფო მედია. ის გარემოება, რომ რუსეთი ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებმაც ვაქცინის შექმნა მოახერხეს, კრემლს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი ტექნოლოგიურად დაწინაურებულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს.
სურათი 1. დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული რუსული ვაქცინისთვის მიძღვნილი პოსტი (წყარო: ტვიტერი)
ვაქცინის დოზების ახალი მოკავშირეების შესაძენად გამოყენება ახალი სტრატეგია არაა და მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც იმპერიებმა საკუთარ კოლონიებში ყვავილის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანია წამოიწყეს. მაშინ, როდესაც რუსეთსა და ჩინეთს არ შეუძლიათ ვაქცინებზე საკუთარი საშინაო მოთხოვნის დაკმაყოფილება, განაგრძობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დოზების ექსპორტირებას. გამალებული „ვაქცინის დიპლომატიის“ პირობებში, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ რამდენად შეძლებენ მოსკოვი და პეკინი მილიონობით დოზის მიწოდებას.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე