რონდელის ბლოგი
რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
ფაბრიზიო ნაპოლი, აღმოსავლეთ ევროპამცოდნეობის და ინტერდისციპლინური კვლევების პროგრამის (MIREES) მაგისტრატურის სტუდენტი (ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია)
25 სექტემბერს იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება იზეიმა ნაციონალისტურმა კოალიციამ, პარტია „იტალიის ძმების“ (FdI) ხელმძღვანელობით. პარტიის ლიდერი, ჯორჯია მელონი, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი და, ამავდროულად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ულტრამემარჯვენე პრემიერი იქნება. იმიგრაციისა და LGBT+ თემის გაკრიტიკებით ქალბატონი მელონი თვალს ხუჭავს ფაშისტურ ნოსტალგიებზე, საზოგადოების უკმაყოფილების შემთხვევაში კი განტევების ვაცად ევროკავშირს წარმოაჩენს. თუკი მოქმედმა პრემიერმა, მარიო დრაგიმ, მოახერხა საზღვარგარეთ ქვეყნის სანდოობის აღდგენა და მკაცრი ხაზის გატარება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ, ქ-ნი მელონის გამარჯვებას ვაშინგტონსა და ბრუსელში შეშფოთებით შეხვდნენ.
ბატონი დრაგი საარჩევნო პოლიტიკისგან შორს მყოფი ტექნოკრატია. მისი მცდელობები, გაეღრმავებინა ურთიერთობები რომის დასავლელ მოკავშირეებთან, ქვეყნის შიგნით დიდწილად დაუფასებელი დარჩა. რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულებისა და იტალიური ბანკების მოსკოვის პოლიტიკისადმი მოწყვლადობის გამო იტალიის მოქალაქეების 52%-ს სურდა კიევი მტერთან კომპრომისზე წასულიყო - ეს ევროპის 6 ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალბატონი მელონის კოალიციამ დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა, მას შეუძლია ადვილად შეცვალოს დრაგის საგარეო პოლიტიკის კურსი, განსაკუთრებით, იარაღის მიწოდებისა და სანქციების მიმართულებით.
2014 წლიდან მოყოლებული, მელონი აქტიურად უჭერდა მხარს პუტინის რუსეთის პოლიტიკას სოციალურ ქსელებში. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მაურიციო მარონე, FdI-ის წევრი, რომელმაც ტურინში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია წარადგინა, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ყალბ რეფერენდუმზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. FdI-ის სხვა წევრმა, ამადეო ავონდეტმა, ტურინში კრემლის მხარდამჭერი დემონსტრაცია გამართა და ამით რუსეთის ოფიციალური პირების მოწონება დაიმსახურა.
გამარჯვებულ კოალიციაში შემავალი სხვა აქტორები, „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, ტრადიციულად, რომში მოსკოვის ინტერესებს ლობირებენ. სალვინის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი, ჯანლუკა სავოინი, ფიგურირებს დონბასში რუსეთის მხარეს მებრძოლი იტალიელ მებრძოლებთან დაკავშირებულ გამოძიებაში. მას ასევე ბრალად ედება რუსულ აგენტურასთან მოლაპარაკებები პარტიის ფარულ დაფინანსებასთან დაკავშირებით. 21 ივლისს დრაგის კაბინეტისთვის მხარდაჭერის გაუქმებამდე სალვინიმ და ბერლუსკონიმ სატელეფონო ზარები და შეხვედრები გამართეს რუსეთის ელჩთან იტალიაში.
მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია კვლავ პუტინის დამპყრობლური ომის დამცველად რჩება, თვითონ ქალბატონი მელონი უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპარლამენტში მისი პარტიის პოზიციონირება შეიძლება იყოს. ევროპარლამენტში FdI ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების (ECR) ჯგუფის წევრია. ქალბატონი მელონის ცნობადობის ამაღლებაში ამ ჯგუფს განსაკუთრებული როლი აქვს. ECR-ში მისი ყველაზე დიდი პარტნიორის, პოლონეთის მმართველი პარტიის - „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) ფაქტორის გათვალისწინებით, FdI-ის ლიდერი ბრიუსელში გრძელვადიანი გავლენის დაკარგვის გარეშე კიევს ზურგს ვერ შეაქცევს.
ამერიკაში საკუთარი იმიჯის გაუმჯობესების მიზნით მელონიმ გააღრმავა კავშირები ამერიკის რესპუბლიკურ პარტიასთან. ჯულიო ტერზი, რომელიც აშშ-ში, გაეროსა და ისრაელში იტალიის ელჩის თანამდებობას იკავებდა და ამჟამად იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრობისთვის ემზადება, FdI-ის დიპლომატიურ ურთიერთობებს ეხმაურება. ტერზის თქმით, ქვეყანამ „უნდა იმოქმედოს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად, რომ დარჩეს ისტორიის სწორ მხარეს“. საარჩევნო კამპანიის დროს FdI სენატორი ადოლფო ურსო ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ვაშინგტონსა და კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. ურსო, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედია „რუსოფობად“ მოიხსენიებს, ამჟამად პარლამენტში იტალიის რესპუბლიკის უსაფრთხოების კომიტეტის (COPASIR) ხელმძღვანელია, თუმცა გეგმავს გადასვლას თავდაცვის სამინისტროში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სალვინის „ლიგამ“ და ბერლუსკონის „ფორცა იტალიამ“ არჩევნებზე დაბალი შედეგები მიიღეს, მელონს შეუძლია მათთან მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან აწარმოოს. პარტნიორებისგან განსხვავებით, იტალიის მომავალმა პრემიერ- მინისტრმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა და პრეზდენტ ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა კიევის სრული მხარდაჭერა. უფრო მეტიც, მან დაგმო ჩინეთის მუქარა ტაივანის წინააღმდეგ და თქვა, რომ შეცდომა იყო იტალიის მონაწილეობა „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში. როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მელონის ულტრამემარჯვენე კოალიციის გამარჯვება დრაგის საგარეო-პოლიტიკური მიღწევების კომპრომატირებას მოახდენს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობა არ შეასუსტებს დასავლეთის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ, არსებობს ღრმა შეშფოთება მომავალი პრემიერის კულტურულ ორიენტირთან დაკავშირებით. ენერგიულად და ქარიზმატულად მოსაუბრე მელონიმ სამ ენაზე (ინგლისურად, ფრანგულად და ესპანურად) სამი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებს, რომ ის არ არის ფაშისტური პარტიის ლიდერი. თუმცა FdI ლოგო გამოსახავს იტალიური სოციალისტური მოძრაობის სამფეროვან ალს (Tricolour Flame), მოძრაობისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ფაშისტმა ვეტერანებმა დააარსეს. გარდა ამისა, PiS პარტია, რომელიც ევროკავშირში FdI-ის მთავარი მოკავშირეა, პასუხისმგებელია პოლონეთში მედიის თავისუფლების, LGBT+ თემისა და აბორტის უფლების საწინააღმდეგო გამოსვლებზე, რომ არაფერი ვთქვათ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. უფრო მეტიც, ქალბატონმა მელონიმ გააკრიტიკა ევროკავშირი და თქვა, რომ ვიქტორ ორბანის რუმინეთს განზრახ იღებენ სამიზნეში, როცა კანონის დარღვევას ედავებიან.
იტალიის მომავალმა მთავრობამ შეიძლება გაატაროს უფრო რბილი ფისკალური პოლიტიკა, ვიდრე ამას დღევანდელი მთავრობა აკეთებდა, რასაც ქვეყნის და მთელი ევროზონისთვის არაპროგნოზირებადი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მართალია, მელონი ფისკალურ წინდახედულებას გვპირდება, მაგრამ მისი წინასაარჩევნო კამპანია ძვირადღირებულ ეკონომიკურ პოლიტიკებზე იყო აგებული. იტალია სახელმწიფო ვალის სიდიდით უკვე მესამე ადგილზეა მსოფლიოში და ინფლაციის ზრდასთან ერთად ამ ვალის მატებაც გარდაუვალი ჩანს. თუ რომი საშინაო ვალს გაზრდის, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) იძულებული იქნება იტალიისთვის გაცემული სესხი დაბალ საპროცენტო ნიშნულზე შეინარჩუნოს, რაც გამოიწვევს დაძაბულობას ევროკავშირის ქვეყნებში. უფრო მეტიც, იტალიის მიღება ევროკავშირის პოსტპანდემიური აღდგენის ფონდში დამოკიდებულია ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ FdI-ის ძირითადი მხარდაჭერები პროტექციონისტული ღირებულებების მქონე ამომრჩევლები არიან, ქვეყანამ შეიძლება ეს მოთხოვნა ვერ შეასრულოს.
ამრიგად, მოსალოდნელია, რომ ქალბატონი მელონი რომს არა მოსკოვთან, არამედ ვაშინგტონთან დააახლოებს. თუმცა, მეორე მხრივ, ბრუსელის წინააღმდეგ კონფრონტაციული რიტორიკა, კანონის უზენაესობის შესაძლო უგულებელყოფა და გაუაზრებელი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკა უგულებელყოფს ევროკავშირთან დრაგის შემრიგებლურ ძალისხმევას. ამავდროულად, უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მიზნით, კრემლი გააგრძელებს იტალიის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, რისთვისაც იარაღად გამოიყენებს ენერგეტიკას, თავშესაფრის მაძიებლებს, კიბერსივრცეს, მეინსტრიმ თუ სოციალურ მედიას.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე